კორტი
გეიმი, სეტი და მატჩი. ბოროტრა. არის პირველი ფრანგული გამარჯვება მამაკაცთა უიმბლდონზე. 1924 წლის 5 ივლისს, სიუზან ლენგლენის ტრიუმფიდან 5 წლის თავზე, ბრიტანეთმა მამაკაცთა ერთეულთა თანრიგშიც დათმო ლიდერობა. მეზობლები ლა მანშიდან არც კი რისკავდნენ - ბოროტრას მეტოქე თანამემამულე რენე ლაკოსტი იყო. კოლეგებმა კორტზე და მეგობრებმა ცხოვრებაში ნამდვილი სპექტაკლი მოაწყვეს: 6:1, 3:6, 6:1, 3:6, 6:4. ამ მოგებით დაიწყო ჟანის ტრიუმფალური სვლა საჩოგბურთო დიდებისკენ.ერთი წლის შემდეგ, ბოროტრამ დაუბრუნა ვალი ლაკოსტს და დაუთმო მას ტიტული, 1926 წელს კი ისევ ასწია თავს ზემოთ უიმბლდონის
კორტზე ბოროტრა სასწაულებს სჩადიოდა. თამამ თამაშს ბადესთან ხშირი გასვლებით და აუღებელ დარტყმებს ფრანგისთვის მოგება მოგებაზე მოჰქონდა ის არ იყო დომინატორი, როგორც დღევანდელი ჩემპიონები არიან: ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი... ბოროტრა შემოქმედი იყო, მხატვარი, კორტზე თავს იწონებდა მოდური ბერეტით. მისთვის ჩოგბურთი შოუ იყო. ჟანი პირდაპირ კორტზე ელაპარაკებოდა მაყურებლებს. საფრანგეთსა და ავსტრალიას ბოროტრა ისევე იოლად იპყრობდა, როგორც ინგლისის ბალახს, მხოლოდ აშშ-ში ვერ შეძლო გამარჯვება - იმავე ლაკოსტთან წააგო.
ნახტომებისა და რბენის გამო, თანამედროვეები ბოროტრას მოჯირითე ბასკს უწოდებდნენ. ის შეიყვანეს ოთხი მუშკეტერის რიგებში სხვა დიად ფრანგებთან - ჟაკ ბრუნიონთან, რენე ლაკოსტთან და ანრი კოშესთან ერთად.
ამ ტრიოსთან ერთად, ჟანმა მოიგო დევისის თასი 1927 წელს და არავის უთმობდა ამ ტიტულს ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 1932 წლის ფინალი, როცა მსაჯის შეცდომამ ბოროტრა დააბრუნა უილმერ ელისონის წინააღმდეგ თამაშში (მოიგერია ოთხი მატჩბოლი და მოიგო ხუთ სეტში), არადა, მანამდე ჟანმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ გუნდის გადასარჩენად დაბრუნდა.
ომი
ჟანი - ორი მსოფლიო ომის მონაწილეა. 1916 წელს, ის მოხალისედ წავიდა საარტილერიო პოლკში და ორი წელი იცავდა სამშობლოს ფრონტზე, შემდეგ კი რაინის ოლქში მუშაობდა - სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, დაკავებული იყო სპორტული ტურნირების ორგანიზებით. სწორედ იქ დაინტერესდა ჩოგბურთით და პირველად აიღო ხელში ჩოგანი. პარტნიორთან ერთად, ჟანმა პირველი ტურნირი მოიგო რაინის არმიის მებრძოლებს შორის.1939 წელს, ჟანს დასრულებული ჰქონდა კორტზე გამოსვლები და ბიზნესზე იყო კონცენტრირებული, როცა ქვეყანა მეორე მსოფლიოს ომში ჩაება. პატრიოტი ბოროტრა ფრონტზე კაპიტნის ჩინით წავიდა, მაგრამ არმიასთან ერთად, რომელსაც უნიათო მხედართმთავრები მართავდნენ, ალყაში მოხვდა და ტყვედ ჩავარდა.
1940 წელს, ჟანი ბრიტანეთში გაქცევას აპირებდა, რათა ფაშიზმთან ბრძოლა გაეგრძელებინა. მაგრამ ბრიტანული ფლოტის არაერთგვაროვანმა რეიდმა მარ-ელ კებირში (ფრანგული ფლოტის განადგურება იმისთვის, რომ ის ხელში არ ჩავარდნოდათ გერმანელებს) და თანამემამულეების დაღუპვამ შეცვალა ბოროტრას განწყობა და თვალსაზრისი. მან უარი თქვა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის პატიებაზე და დარჩა ვიშის მთავრობაში განათლებისა და სპორტის თანამდებობაზე.
მაგრამ რამდენიმე თვეში პიერ ლავალმა ჟანი დაითხოვა და ყოფილი ჩოგბურთელი დაბრუნდა სამუშაოდ Satam-ში, რომელთანაც ჯერ კიდევ ომამდე თანამშრომლობდა. 1942 წელს, დაიწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც იბრძოდნენ თავისუფალი საფრანგეთის ჯარები გენერალ მარი პიერ კიონიგის ხელმძღვანელობით. სხვათა შორის, იქვე იბრძოდა შარლ დე გოლიც და ბოროტრამ მათთან გაქცევა ჩაიფიქრა. კორტსა და ცხოვრებაში ყოჩაღი და პოზიტიური, ის ზედმეტად გულუბრყვილო აღმოჩნდა. თავის განზრახვაზე მან ქვეყნის ხელმძღვანელობას აცნობა და მაშინვე გესტაპოში მოხვდა.
ჩემპიონს ძველი დამსახურებები ვერ დაეხმარა - ის მოხვდა მაშინდელი ომის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ადგილას - ზახზენჰაუზენის ბანაკში. ნახევარი წელი ერთადგილიან საკანში საშინელი კვებით მხოლოდ ათლეტი თუ გაძლებდა. მაგრამ ჟანიც სიკვდილის პირას აღმოჩნდა, მაგრამ ძველმა მეგობარმა რენე ლაკოსტმა იხსნა.
მან წერილი გაუგზავნა შვედეთის მეფეს. გუსტავ V ჩოგბურთის ცნობილი თაყვანისმცემელი იყო, ფაშისტ ლიდერებს კი არ უნდოდათ შვედეთთან ურთიერთობის გაფუჭება ვიღაც პატიმრის გამო. ბოროტრა იტერის ციხე-სიმაგრეში გადაიყვანეს - სწორედ იქ ჰყავდათ დამწყვდეული სხვა მნიშვნელოვანი ფრანგი პატიმრები.
თითქოს ჟანს აღარაფერი უშლიდა ხელს - მშვიდად დალოდებოდა ომის დასრულებას, რადგან პირობები ახალ ციხეში სავსებით ნორმალური იყო. მაგრამ, გაიგო რა ციხე-სიმაგრესთან ამერიკული ჯარების მოახლოების შესახებ, ბოროტრამ ისევ გაიხსენა თავისი მუშკეტერული ხასიათი. ის ფანჯრიდან გაიქცა და გლეხის ტანსაცმელში გამოწყობილი გადავიდა ფრონტის ხაზზე. შემდეგ, ციხემდე გაუძღვა ამერიკელებს, რათა მათ ალყა შემოერტყათ გერმანელებისთვის. საინტერესოა, რომ იტერისთვის შეტაკება გახდა ერთადერთი დიდი ბრძოლა, სადაც გერმანელები მოკავშირეებთან ერთად გამოვიდნენ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ.
ბიზნესი
ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდა, ჟან ბოროტრამ სორბონა დაამთავრა, შემდეგ პოლიტექნიკური სკოლა. აშშ-ში ტურნირზე ყოფნისას, ფრანგი ბენზინგასამართი სადგურების ქსელით დაინტერესდა და სამშობლოში ანალოგიურის შექმნა წამოიწყო. მოგვიანებით, მსხვილმა კონცენრმა Satam-მა გამოისყიდა მისი ფირმა და თან დაიტოვა ცნობილი ჩოგბურთელი შტატში. ბოროტრა საფრანგეთსა და მთელს მსოფლიოში ნავთობმომპოვებელი კონცერნის პოპულარიზაციით იყო დაკავებული. მაგალითად, ავსტრალიაში მან არა მხოლოდ ტურნირი მოიგო, არამედ სარფიანი კონტრაქტიც გააფორმა. ექსპორტის მენეჯერის რანგში, ჟანმა უდიდეს შედეგებს მიაღწია, ამიტომაც შეინარჩუნა თანამდებობა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უდარდელი სიბერეც გაინაღდა. იმ წლებში, როცა ჩოგბურთელები გროშებს იღებდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"