"სტეფანის დაბადებამდე, ჩოგბურთი ჩემთვის პირველ ადგილზე იყო. ახლა, პრიორიტეტები შეიცვალა. მე მყავს ვაჟი, მეუღლე, ოჯახი და ძალიან ბედნიერი ვარ მამობით. ახლა, ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთესი ვიყო ქმრის, მამისა და ჩოგბურთელის რანგში. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. თუმცა, არ შემიძლია ყოველთვის ყველა ეს როლი ასი პროცენტით შევასრულო.
ძველებურად სიამოვნებას ვიღებ ჩოგბურთისგან, მიყვარს ისევე, როგორც მაშინ, როცა პირველად ავიღე ჩოგანი ხელში. მინდა დავბრუნდე პირველ ადგილზე, მაგრამ
რაც შეეხება კრიტიკას ჩემი მისამართით, პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ თავად პოზიტიურად ვუყურებ ყველაფერს. ვიცი ვინ ვარ და საიდან. ყველას აქვს უფლება საკუთარ არჩევანზე, თავის დამოკიდებულებაზე ცხოვრების მიმართ და თავის თვალსაზრისზე. ამასაც უნდა დაფასება", - განაცხადა ჯოკოვიჩმა სერბული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"