ნიკოლოზ ბასილაშვილმა ირვინგის ტურნირში თეიმურაზ გაბაშვილი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (55) წარმატებით დაიწყო გამოსვლა ირვინგში, "ჩელენჯერის" სერიის ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 150 ათასი აშშ დოლარია.

24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ წრეში ყოფილ თანამემამულეს, რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილს (165) აჯობა ორ სეტში - 6:1, 6:4.

ნიკამ პირველი სეტი ძალზე იოლად მოიგო, რაშიც ნახევარი საათიც არ დაუხარჯავს, მეორე სეტშიც 3:0-ს, შემდეგ კი 5:2-ს იგებდა, თუმცა სეტში ვითარება დაიძაბა, ანგარიში 5:4-იც გახდა. საბოლოოდ, ბასილაშვილმა მესამე მატჩ პოინტით იმარჯვა და მეორე წრეში გავიდა.

ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი
ჟერემი შარდი (80) იქნება, რომელიც 2013 წელს მსოფლიოს 25-ე ჩოგანიც იყო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი კაცი ხარ
niko
10:41 16-03-2017
0
ყოჩაღ ნიკა!
დათო
00:59 16-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული