ერთეულებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ქართველმა მერვედფინალში სერბი მარინა კოჩარი დაამარცხა - 6:4, 6:4 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას მეტოქეობას გაუწევს ჩინელი ნი მა ჟუომა. აზიელმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში მარინა ჩერნიაშოვას (უკრაინა) სძლია - 0:6, 6:2, 6:4.
წყვილებში მესამე ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავას და ქსენია პალკინას (ყირგიზეთი) დუეტმა მარინა ჩერნიაშოვას (უკრაინა) და ინბარ კოენის (ისრაელი) ტანდემი დაჯაბნა - 6:1, 6:2. ნახევარფინალში შაფათავა და პალკინა ასპარეზობის რეიტინგფავორიტ
პირველმა ნომრებმა მეოთხედფინალში მარინა კაჩარი (სერბეთი) და ანი ვანგელოვა (ბულგარეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 6:2.
* * *
გუშინ ირვინგის ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის მეორე წრეში თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (55-ე) ფრანგ ჟერემი შარდის (მე-80) დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორივე ხელი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო (2:6, 1:6) და შეჯიბრებას გამოეთიშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"