შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი რეიტინგით ვერ ხვდებოდა მასტერსის ძირითად ბადეში, რომლის საპრიზო ფონდიც 7 მილიონ დოლარზე მეტია. მას საკვალიფიკაციოში პირველ ნომრად უნდა ეთამაშა, მაგრამ თამაშამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ძირითად ბადეს ბერლოკი გამოაკლდა, მის ნაცვლად კი ჩვენებური ჩასვეს.
34 წლის რობრედო ამჟამად მეხუთე ასეულშია, თუმცა საუკეთესო წლებში მე-5 ჩოგანი ყოფილა და კარიერაში 12 ტიტული აქვს მოპოვებული. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელის