ქალები
ერთეულები. 221 (224). სოფიო შაფათავა (227), 329 (330). ეკატერინე გორგოძე (124), 505 (509). მარიამ ბოლქვაძე (56), 634 (629). სოფიო ქვაცაბაია (35), 852 (852). ოქსანა კალაშნიკოვა (14), 1067 (1065). ანა შანიძე (7).
წყვილები. 57 (57). ოქსანა კალაშნიკოვა (1395), 181 (180). სოფიო შაფათავა (344), 246 (246 (ეკატერინე გორგოძე (234), 467 (467). სოფიო ქვაცაბაია (93), 560 (564). მარიამ ბოლქვაძე (65), 717 (720). თათია მიქაძე (37),
ვაჟები
60 (59). ნიკოლოზ ბასილაშვილი (809), 537 (501). ალექსანდრე მეტრეველი (62), 862 (846). გიორგი ცივაძე (18), 1557 (1561). ალექსანდრე ბაკში (1), შოთა მეფარიძე (1), ირაკლი მეტრეველი (1).
* * *
დღეს შარმ ელ შეიხის 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება მარიამ ბოლქვაძე, რომელიც მე-8 ნომრადაა განთესილი. სტარტზე იგი დარია გუკასიანსთან (უკრაინა) გაარკვევს ურთიერთობას. წარმატების შემთხვევაში მეორე წრეში კაისა რინალდო პერსონსა (შვედეთი) და დუტი ტატაჩარ ვენუგოპალს (ინდოეთი) შორის უძლიერესს შეხვდება. შეჯიბრების საკვალიფიკაციო რაუნდში ანა შანიძემ პოლონელი ალისია ზდუნიაკი კი დაამარცხა (6:2, 6:2), მაგრამ შემდეგ იაპონელ რიო კუტაგავასთან ვერაფერს გახდა (0:6, 1:6) და შეჯიბრებას გამოეთიშა.
* * *
წინა კვირას ეკატერინე გორგოძე იტალიაში 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაება. ერთი წრე წარმატებით გაიარა, მაგრამ მომდევნო მეტოქეს ვერ გასცდა. ჩვენებურმა იქვე მეორედ სცადა ბედი 25.000-იან ტურნირში და იგივე განმეორდა: სტარტზე პრარტანა ტომბეს (ინდოეთი) აჯობა - 6:1, 6:1, ხოლო სანდრა ზანევსკასთან (პოლონეთი) დამარცხდა - 7:5, 3:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"