დევისის თასი: საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან წყვილთა პაექრობა დათმო

AutoSharing Option
8 აპრილს, "მზიურის" კორტებზე, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ლიტვასთან მორიგი შეხვედრა.

წყვილთა პაექრობაში ნიკოლოზ ბასილაშვილი და გიორგი ცივაძე ლაურინას გრიგელისსა და ლუკას მუგევიჩიუსთან სამ სეტში, ანგარიშით 4:6, 3:6, 3:6 დამარცხდნენ და საერთო ანგარიშში ლიტვა დაწინაურდა - 2:1. აღსანიშნავია, რომ მატჩი რამდენჯერმე შეწყდა წვიმის გამო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ლიტვის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებები ერთმანეთს პირველ დივიზიონში გადასასვლელი პლეი ოფის საგზურს ეცილებიან და წყვილში გამარჯვებული თურქეთ-შვედეთს შორის უძლიერესს შეხვდება.

საქართველო-ლიტვის დაპირისპირება 9 აპრილს გასამართი მატჩებით დასრულდება.
ბასილაშვილი გრიგელისს შეხვდება, ცივაძე - ტადას ბაბელისს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული