წყვილთა პაექრობაში ნიკოლოზ ბასილაშვილი და გიორგი ცივაძე ლაურინას გრიგელისსა და ლუკას მუგევიჩიუსთან სამ სეტში, ანგარიშით 4:6, 3:6, 3:6 დამარცხდნენ და საერთო ანგარიშში ლიტვა დაწინაურდა - 2:1. აღსანიშნავია, რომ მატჩი რამდენჯერმე შეწყდა წვიმის გამო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ლიტვის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებები ერთმანეთს პირველ დივიზიონში გადასასვლელი პლეი ოფის საგზურს ეცილებიან და წყვილში გამარჯვებული თურქეთ-შვედეთს შორის უძლიერესს შეხვდება.
საქართველო-ლიტვის დაპირისპირება 9 აპრილს გასამართი მატჩებით დასრულდება.