ნიკოლოზ ბასილაშვილი მაროკოში მარექეშის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 482.060 დოლარი) ითამაშებს. ხვალ პირველ წრეში იგი 23 წლის ჩეხ ირჟი ვესელის (რეიტინგით 53-ე) შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მე-4 ნომრად განთესილ მიშა ზვერევს გაუწევს მეტოქეობას.
გიორგი ცივაძე ყაზახეთშია და ჩიმკენტის 15.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს. სტარტზე იგი ასპარეზობის მესამე ნომერ ივან ნედელკოსთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას.
სტამბოლის 60.000-იან ტურნირში იასპარეზებს ეკატერინე გორგოძე. პირველ წრეში მისი მეტოქეა ბელორუსი სვიატლანა
შარმ ელ შეიხის 15.000-იან ტურნირში მე-7 ნომრად განთესილ მარიამ ბოლქვაძეს სტარტზე სამხრეთაფრიკელ კამილა კამპიზისთან ორჯერ მოუწევს პაექრობა: ჯერ ერთეულებში, შემდეგ - წყვილებში.
ბოლქვაძე ტაივანელ ჩინ-ვენ სუსთან არის შეამხანაგებული და განთესვით მესამე ნომერია. პირველ წრეში იგი გზიდან კამპეზისა და ნოელია ზებალოსის (ბოლივია) ჩამოშორებას შეეცდება.
* * *
ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:ქალები
ერთეულები. 221 (221). სოფიო შაფათავა (237 ქულა), 328 (328). ეკატერინე გორგოძე (124), 574 (505). მარიამ ბოლქვაძე (44), სოფიო ქვაცაბაია (35), 856 (852). ოქსანა კალაშნიკოვა (14), 1070 (1067). ანა შანიძე (7 ქულა).
წყვილები. 57 (57). ოქსანა კალაშნიკოვა (1395), 184 (181). სოფიო შაფათავა (344), 244 (246). ეკატერინე გორგოძე (234), 468 (467). სოფიო ქვაცაბაია 993), 624 (560). მარიამ ბოლქვაძე (53), 717 (717). თათია მიქაძე (37), 1089 (1094). ანა შანიძე (11), 1289 (1287). ლანა კენჭიაშვილი (3).
ვაჟები
ერთეულები. 57 (60). ნიკოლოზ ბასილაშვილი (809), 534 (537). ალექსანდრე მეტრეველი (62), 862 (862). გიორგი ცივაძე (18), 1761 (1757). ალექსანდრე ბაკში (1), შოთა მეფარიძე (1), ირაკლი მეტრეველი (1).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"