ჩვენებური ტურნირის პირველ წრეში ჩეხ ირჟი ვესელის (53) უნდა შეხვედროდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფეხი ვარჯიშზე იტკინა. თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ახლახან "დევისის თასის" მატჩში მიიღო მონაწილეობა ლიტვის გუნდთან. მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ბრძოლები ერთეულთა თანრიგში მოიგო, ნაკრები 2:3 დამარცხდა.