გრუნტის მეფე რაფა ნადალი და სხვები

AutoSharing Option
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ შეისწავლა სხვადასხვა საფარზე რაფაელ ნადალის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის გამოსვლების სტატისტიკა.

როგორც ირკვევა, ესპანელმა გრუნტის საფარზე მოიგო ტურნირების 59 პროცენტი და მატჩების 92 პროცენტი, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა. ამავე საფარზე ჯოკოვიჩის ანალოგიური მაჩვენებლებია - 25 და 80 პროცენტი. ფედერერმა გრუნტზე მოიგო ტურნირების 15 პროცენტი და მატჩების 76 პროცენტი.

ბალახზე სხვებზე უკეთ გამოდის ფედერერი (39 პროცენტი ტურნირები, 87 პროცენტი მატჩები), მეორეა ჯოკოვიჩი (39% ტურნირები, 87% მატჩები), შემდეგ მოდის ნადალი (19% ტურნირები, 77% მატჩები).

ჰარდზე უძლიერესია ჯოკოვიჩი (36 პროცენტი
ტურნირები, 84 პროცენტი მატჩები), მეორეა ფედერერი (32% ტურნირები, 83% მატჩები), ბოლოზ - ნადალი (12% ტურნირები, 77% მატჩები).

საერთო ჯამში, პროცენტულად ყველაზე კარგად გამოდის ჯოკოვიჩი (211 ნათამაშები ტურნირი, 67 ტიტული, 31% მოგებული ტურნირები), შემდეგია ნადალი (241, 71, 30%) და ფედერერი (312, 89, 29%).

შეგახსენებთ, რომ ATP-ის რეიტინგს სათავეში უდგას ენდი მარეი. ჯოკოვიჩი მეორე ადგილზეა, ფედერერი - მეოთხეზე, ნადალი - მეხუთეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული