ამ სეზონში ქალთა ტურში ვერავინ დომინირებს. ისინც კი, ვინც "ჩემპიონთა რბოლის" სათავეში არიან (პლიშკოვა, კონტა, ვოზნიაცკი), არც ისე კომფორტულად გრძნობენ თავს გრუნტზე. კაროლინ პლიშკოვამ ამ საფარზე ორჯერ წააგო მეორე წრეში და ერთხელ - პირველში. ის უკვე გ
მაისის დასაწყისში, პლიშკოვას ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა მიმდინარე სეზონში მოპოვებული - 2252. ერთბაშად ხუთი ჩოგბურთელი ჩამორჩებოდა მას 350-ზე ნაკლები ქულით, რაც, ერთის მხრივ, ლაპარაკობს დიდ სიმჭიდროვეზე ცხრილის ზედა ნაწილში და მეორეს მხრივ, აშკარა ლიდერის არარსებობაზე. სეზონის მესამედი უკვე გასულია და 2252 ქულა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც სეზონის რეიტინგის ამგვარი სისტემა შემოიღეს.
ასე რომ, 2017 წელს, ჯერჯერობით ვერც ერთი ჩოგბურთელი ვერ ახერხებს ლიდერის როლის მორგებას და საინტერესოა, რამდენი ხანი გაგრძელდება ასეთი სიტუაცია.
* * *
WTA-ის განახლებულ რეიტინგში ბევრი ცვლილება მოხდა, რადგან ჩოგბურთელებს ჩამოეჭრათ მადრიდის შარშანდელ ტურნირში მოპოვებული ქულები. 1000 ქულა დაკარგა სიმონა ჰალეპმა და მერვე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. იოჰანა კონტამ პირადი რეკორდი გააუმჯობესა, როცა რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე ავიდა. კიდევ უფრო მეტი მოიგო გარბინ მუგურუსამ, რომელიც მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდა. არადა, ამ სეზონს ესპანელი ძალიან სუსტად ატარებს, ამ კვირას კი უკვე მოასწრო მადრიდის ტურნირზე წაგება.
TOP10-ში დაკარგა ადგილი მედისონ კისმა. კაროლინ ვოზნიაცკი გასულ კვირას, პრაღის ტურნირს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა და ჯერჯერობით დაკარგა ათეულში დაბრუნების შანსი. მის ნაცვლად ეს გააკეთა ელინა სვიტოლინამ - ეს უკრაინელის მეორე შესვლაა ტოპ-ათეულში. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მომავალ კვირას, სვიტოლინა ისევ გამოვარდება ელიტიდან და იქ ვოზნიაცკი შეაბიჯებს.
აღვნიშნავთ, რომ TOP50-ში შედის ორივე პლიშკოვა. კრისტინამ პრაღაში ფინალამდე მიაღწია, სადაც მონა ბარტელთან წააგო. ამ უკანასკნელს ჩეხურმა ტრიუმფმა 82-დან 56-ე ადგილამდე წინსვლის საშუალება მისცა. აღვნიშნავთ ფრანჩესკა სკიავონეს პროგრესს, რომელიც რაბატში ფინალის შემდეგ, 77-ე ჩოგანი გახდა და უიმბლდონზე ძირითად ბადეში უპრობლემოდ უნდა მოხვდეს. ასევე ოდნავ ზემოთ ავიდა კიდევ ერთი იტალიელი სარა ერანი - ის ტოპ-ასეულში დაბრუნდა და 90-ე ნომერია.
* * *
მადრიდის შარშანდელი ტურნირისთვის ქულების ჩამორთმევას ATP-ის რეიტინგი დიდად არ შეურყევია. ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჯერჯერობით, იცავს თავის მეორე ადგილს. ათეულში ერთადერთი ცვლილება იყო მარინ ჩილიჩის მეშვიდე ადგილზე გადასვლა, რაც გასულ კვირას, სტამბოლის ტურნირის მოგებით გახდა შესაძლებელი. ხორვატმა კეი ნიშიკორის გაუსწრო.
ლუკა პუიე პირველად გახდა მე-13 ჩოგანი, რამოსმა თავისი რეკორდი მე-17 პოზიციამდე გააუმჯობესა.
* * *
მიმდინარე კვირის შემდეგ, რეიტინგში საინტერესო ცვლილებები მოხდება. 15 მაისს, პირველ პოზიციას ისევ დაკარგავს სერენა უილიამსი და მესამედ პირველი ჩოგანი გახდება გერმანელი ანჟელიკ კერბერი. ამ უკანასკნელს აქვს იმდენი მარაგი, რომ პირველ ნომრად იყოს განთესილი როლან გაროსზე.
რომის შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალისთვის მოპოვებული ქულები ჩამოაკლდება მუგურუსას და ის დატოვებს TOP5-ს. მისი ადგილის დაკავების ყველაზე კარგი შანსი აქვს იოჰანა კონტას.
მამაკაცებში ისევ ფინალსა და ტიტულს (რომის ტურნირის) დაკარგავენ ენდი მარეი და ჯოკოვიჩი. თეორიულად, ნოვაკს შეუძლია დათმოს მეორე პოზიცია - თუ ნაადრევად გამოეთიშება მადრიდის ტურნირს, ხოლო სტენ ვავრინკა ტიტულს მოიგებს.
ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 11 270
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 7 085
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 685
4(4). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 5 125
5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) - 4 375
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 135
7(8). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 735
8(7). კეი ნიშიკორი (იაპ) - 3 650
9(9). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3 615
10(10). დავიდ გოფენი (ბელ) - 3 055
WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) - 7 010
2(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 6 945
3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 5 946
4(6). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 627
5(5). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 4 475
6(7). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 425
7(8). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 255
8(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 4 206
9(9). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 060
10(12). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 3 955
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"