ურთიერთშეხვედრებში სერბი 26:23-ს უგებდა ესპანელს და შვიდმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. თუმცა, ამჯერად, ფავორიტად სწორედ ნადალი მოიაზრებოდა, რომელიც გრუნტზე 13-მატჩიანი მოგებათა სერიით იწონებდა თავს.
უკვე პირველივე გეიმში ესპანელმა მშრალი ანგარიშით აიღო ბრეიკი. ნოვაკი ალღოს ვერ უღებდა მეტოქის ტემპს, შეცდომებს უშვებდა და მეხუთე გეიმამდე ერთი "ვინერსიც" არ ჰქონდა. პირველ სეტში ჯოკოვიჩის გეიმებში ერთხელაც არ
ნადალს ყველაფერი გამოსდიოდა და პირველ სეტში განადგურების შემდეგ, მეორე პარტია ბრეიკით დაიწყო. სწორედ ამ დროს, ნოვაკმა შეძლო თამაშის მომატება, ოღონდ ამისთვის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა. და მისი ინიციატივა მხოლოდ ორგეიმნახევარი გაგრძელდა.
მეხუთე გეიმში სერბმა რამდენიმე ერთნაირი გათამაშება წააგო, როცა მოჭრილ დარტყმას ასრულებდა და ბადესთან გადიოდა, მაგრამ ნადალი ძალიან იოლად უმკლავდებოდა ასეთ ბურთებს. ჯოკოვიჩი ვერც მეტოქის კარგ თამაშს გაუმკლავდა და ვერც საკუთარ დაბნეულობას და შეწყვიტა ესპანელთან თავისი მოგებათა სერია. ნადალმა კი არა მხოლოდ მოიგო ზედიზედ მე-14 მატჩი, არამედ ორშაბათიდან სათავეში ჩაუდგება "საჩემპიონო რბოლას".
* * *
მადრიდში ქალთა ტურნირის ტიტული რუმინელმა სიმონა ჰალეპმა და ფრანგმა კრისტინა მლადენოვიჩმა გაითამაშეს. მთელი კვირის განმავლობაში ნაჩვენები თამაშის მიხედვით, ფავორიტი რუმინელი ჩოგბურთელი იყო. მან ყველა ბარიერი დამაჯერებლად გაიარა, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი ჯამში მეტოქეებს შვიდი გეიმი დაუთმო.
მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მატჩში ბრეიკით ანგარიში ფრანგმა წაიყვანა. ჰალეპმა მხოლოდ სეტის ბოლოსკენ მოახერხა ათამაშება, მლადენოვიჩი კი დაიბნა და ცუდად ჩაატარა ბოლო გათამაშებები და პრაქტიკულად მოგებული სეტი ჩააბარა მეტოქეს - 5:3-დან ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო.
მეორე სეტის სტარტზე მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც, ტაი-ბრეიკამდე აბსოლუტურად თანაბარი თამაში მიდიოდა. მე-13 გეიმში კი ჰალეპმა 0:3-დან შეძლო ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კიდევ ერთი მინი-ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ მაინც წააგო და მესამე სეტის თამაში გახდა საჭირო.
მესამე სეტში თითქოს დაძაბული ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მლადენოვიჩმა ვერ შეძლო თუნდაც ერთ ბრეიკ-პოინტამდე მისვლა. რუმინელმა ორი ბრეიკის წყალობით 35 წუთში მოიგო პარტია და დაიცვა შარშან მოპოვებული ტიტული.
კაცები
1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-კეი ნიშიკორი (იაპ, 6) უარი
პაბლო კუევასი (ურუ)-ალექსანდრ ზვერევი (გერ) 3:6, 6:0, 6:4
რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-დავიდ გოფენი (ბელ, 9) 7:6(3), 6:2
დომინიკ ტიმი (ავსტრია, 8)-ბორნა ჩორიჩი (ხორ) 6:1, 6:4
1/2 ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 6:2, 6:4
დომინიკ ტიმი (ავსტრია, 8)-პაბლო კუევასი (ურუ) 6:4, 6:4
ქალები
1/4 ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:1, 6:1
ანასტასია სევასტოვა (ლატ)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:3, 6:3
კრისტინა მლადენოვიჩი (საფ, 14)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:4, 6:4
სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 8)-ეჟენი ბუშარი (კან) 6:4, 6:0
1/2 ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 6:2, 6:3
კრისტინა მლადენოვიჩი (საფ, 14)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 8) 6:4, 7:6
ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ, 14) 7:5, 6:7(5), 6:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"