ქართველი ჩოგბურთელები: ლიდერები კლასიფიკაციაში ჩამოქვეითდნენ

AutoSharing Option
ქართველ ჩოგბურთელთაგან ამ კვირას მხოლოდ გიორგი ცივაძე ჩაება უცხოურ ტურნირში.

წინა კვირას მან უკრაინულ ჩერკასში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) იასპარეზა და წყვილებში მასპინძელ ვლადისლავ ორლოვთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირის შემდეგ ცივაძე ჩერკასში დარჩა და ისევ 15.000-იან შეჯიბრებაში მოსინჯა ძალები. სამწუხაროდ, როგორც წინა ტურნირში, ერთეულებში ამჯერადაც სტარტზევე დამარცხდა - ჩვენებურს მეორე ნომრად განთესილმა ივან ნედელკომ (რუსეთი) სძლია - 3:6, 6:3, 6:0.

წყვილებში ცივაძე და ორლოვი ბელორუსებს - ივან ლუიტარევიჩსა და მაქსიმ ტიბარს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა სამ სეტში დათმეს - 7:6,
3:6, 7:10.

* * *
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს.

პირველი ასეულის მოთამაშეები - ნიკოლოზ ბასილაშვილი (ერთეულებში) და ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილებში) საერთაშორისო კლასიფიკაციაში, შესაბამისად, ცხრა და ექვსი ადგილით ჩამოქვეითდნენ.

გთავაზობთ ჩვენებურთა მაჩვენებლებს:

ქალები
ერთეულები. 246 (244). სოფიო შაფათავა (208), 361 (362). ეკატერინე გორგოძე (110), 505 (564). მარიამ ბოლქვაძე (57), 669 (655). სოფიო ქვაცაბაია (32), 869 (867). ოქსანა კალაშნიკოვა (14).
წყვილები. 62 (56). ოქსანა კალაშნიკოვა (1250), 215 (220). სოფიო შაფათავა (290), 256 (255). ეკატერინე გორგოძე (234), 476 (473). სოფიო ქვაცაბაია (91), 574 (563). მარიამ ბოლქვაძე (65), 715 (712). თათია მიქაძე (37), 1267 (1262). ლანა კენჭიაშვილი (3), ანა შანიძე (3).

ვაჟები
ერთეულები. 70 (61). ნიკოლოზ ბასილაშვილი (731), 604 (605). ალექსანდრე მეტრეველი (47), 857 (858). გიორგი ცივაძე (18), 1763 (1765). ალექსანდრე ბაკში (1), შოთა მეფარიძე (1), ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული