მარია შარაპოვას ინგლისშიც არ სწყალობენ

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც რუს მარია შარაპოვას საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშის უფლება არ მისცეს, გაირკვა, რომ "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის - უიმბლდონის ორგანიზატორებიც არ მისცემენ მსოფლიოს პირველ ჩოგანს ძირითადი ბადის უაილდ-ქარდს და შარაპოვას გზის გაკვალვა საკვალიფიკაციო ტურნირის გავლით მოუწევს.

ეს ინფორმაცია გაზეთმა Daily Mail-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა. ტურნირის კომიტეტის თავმჯდომარემ ტიმ ჰენმანმა უარი თქვა კომენტარზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმესთან დაკავშირებით 20 ივნისს მიიღებენ. ცნობისთვის, გასულ ტურნირებზე შარაპოვამ უკვე მოიპოვა ქულების საკმარისი რაოდენობა, რომელიც უიმბლდონის კვალიფიკაციაში გამოსვლის საშუალებას მისცემს.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
მარინას ეშინიათ, ამიტომ არ ათამაშებენ, მე ოცე საუკუნეში ამას ვერ გაბედავდენ!
გოგი ქუთაისელი
14:32 19-05-2017
0

სიახლეები პოპულარული