დელ პოტრო კითხვის ნიშნის ქვეშ

AutoSharing Option
არგენტიელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა საფრანგეთის ღია პირველობაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა ლიონის ტურნირის მეორე წრეში მოულოდნელად წააგო გასტონ ელიაშთან (6:7, 4:6), რის შემდეგაც განაცხადა, რომ მარცხის ერთ-ერთი მიზეზი - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.

"საშინელი დღე იყო. ტკივილი ვიგრძენი მხარისა და ზურგის არეში, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ მაძლევს.

უკვე დღეს გავემგზავრები პარიზში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გავივლი. უახლოეს პერიოდში გასაგები გახდება - ვითამაშებ თუ არა როლან გაროსზე", - განაცხადა არგენტინელმა Tennis Actu-სთან
კომენტარში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონის პირველი "დიდი სლემი" - ავსტრალიის ღია პირველობა დელ პოტრომ ასევე გამოტოვა, რათა სრულფასოვნად მომზადებულიყო ახალი სეზონისთვის.

როლან გაროსი 28 მაისს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას რაღა დაემართა სრულად ვეღარ გამოვიდა მდგომარეობიდან
brola*
13:15 26-05-2017
0

სიახლეები პოპულარული