ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის წყვილთა ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ნიკა ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის წყვილთა თანრიგში ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ მეტ რიდთან წყვილში თამაშობდა. ქართულ-ავსტრალიურმა დუეტმა სამ სეტში წააგო ანდრე ბეგერმანისა (გერმანია) და ფილიპ ოსვალდის (ავსტრია) დუეტთან - 4:6, 6:4, 3:6.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი როლან გაროსის II წრეშია გასული, სადაც სერბ ვიქტორ ტროიცკის ხვდება. ეს შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 13 საათზეა დაგეგმილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული