ბასილაშვილი VS ნადალი - შეხვედრა "როლან გაროსის" რეკორდსმენთან

AutoSharing Option
დღეს, 2 ივნისს, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობაზე, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება. "როლან გაროსზე" 1/16-ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 15:00 სთ-ზეა დანიშნული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 68-ე ადგილზეა, რაფაელ ნადალს (4) აქამდე არასდროს დაპირისპირებია.

30 წლის ესპანელმა, რომელსაც "როლან გაროსზე" სარეკორდო - ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული (2005-08, 2010-14 წლები), მიმდინარე ტურნირზე პირველი ორი შეხვედრა, ბენუა პერსა და რობინ ჰაასესთან, იოლად მოიგო.

რაც შეეხება 25 წლის ქართველ ჩოგბურთელს, ბასილაშვილმა, რომელიც კარიერაში მესამედ გამოდის
"როლან გაროსზე", წელს პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი (32) დაამარცხა, მეორეში კი სერბ ვიქტორ ტროიცკის (38) სძლია.
მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმატებებიიიიიიიიიი
real madrid
13:17 02-06-2017
0
იქნებ ადმინ ამ თამაშის ლინკი დადოთ თქვენს გვერდზე რაც უამრავ ქართველს აინტერესებს თუ ამას იზამთ დიდათ მოხარული ვიქნები წარმატებები ნიკას
Glorius
13:18 02-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული