ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსზე" რაფაელ ნადალთან დამარცხდა

AutoSharing Option
2 ივნისს ნიკოლოზ ბასილაშვილსა (63) და რაფაელ ნადალს შორის "როლან გაროსის" 1/16-ფინალური შეხვედრა გაიმართა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს მე-4 ჩოგანს ქართველმა სპორტსმენმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სამ სეტში ანგარიშით 0:6, 1:6, 0:6 დამარცხდა.

30 წლის ესპანელმა, რომელსაც "როლან გაროსზე" სარეკორდო - ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული (2005-08, 2010-14 წლები), მიმდინარე ტურნირზე პირველი ორი შეხვედრა, ბენუა პერსა და რობინ ჰაასესთან, იოლად მოიგო.

რაც შეეხება 25 წლის ქართველ ჩოგბურთელს, ბასილაშვილმა, რომელიც კარიერაში მესამედ გამოდის "როლან გაროსზე", წელს პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი (32) დაამარცხა,
მეორეში კი სერბ ვიქტორ ტროიცკის (38) სძლია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
2 ივნისი 2017წ. ნიკოლოზისთვის შავი დღე იყო, მაგრამ ნადალმა დიდი შეცდომა დაუშვა, დიდი :) ეს შეცდომა არის ის რომ ნიკოლოზი დიდი ჩოგბურთელი დადგება ერთ დღეს, და ეს დღე უფრო მალე მოვა ვიდრე ნადალს გონია. ნიკოლოზი ხურდას დაუბრუნებს ნადალს იგივე ვალუტაში. ნიკოლოზი საამაყო ქართველია და დიდ პატივისცემას იმსახურებს აქამდე განვლილი გზისთვის. გულშემატკივრის სიყვარული და მხარდაჭერა მას ყოველთვის ექნება. წარმატებები და გამარჯვებები ნიკოლოზ!
ლუკა
02:42 03-06-2017
0
რაღა მაგ უნამუსოს შეხვდა,რა ვიცი ეს რა იყო,ამ წაგებამ ცუდად არ იმოქმედოს და არ დავარდეს დუხიდან.ახლა მთავარია დაივიწყოს ყველაფერი.კი ძლიერია ალბათ ტურნირსაც მოიგებს,მარა ასე წაგება რა ვიცი რა ვიცი.ნუ ჩამოყრი ნიკა ყურებს ყველაფერი წინაა.სამაგიეროდ სოკი და ტროიცკი ხო გაამწარე.
გელა
09:37 03-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული