ნიკოლოზ ბასილაშვილი: ნადალთან წაგებამ დამანახა, რაზე მაქვს სამუშაო

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (63), საფრანგეთის ღია პირველობაზე ესპანელ რაფაელ ნადალთან (4) მარცხის შემდეგ სოციალური ქსელით კომენტარი გამოაქვეყნა.

2 ივნისს გამართულ "როლან გაროსის" 1/16 ფინალში 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ ვარსკლავთან უშანსოდ დამარცხდა 0:6, 1:6, 0:6.

"მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო რაფას დღევანდელი გამარჯვება და მომავალ თამაშებში წარმატებები ვუსურვო, ის ნამდვილად იმსახურებს როლან გაროსის მე-10 ტიტულს.

დღეს რთული შეხვედრა მქონდა. ჩემი მოლოდინი რა თქმა უნდა დიდი იყო,
მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ამის მიღწევა შემეძლო. რაფას თამაშის სტილმა არ მომცა შანსი, მეთამაშა ჩემი თამაში.

ამ შეხვედრამ კარგად დამანახა, რაზე მაქვს გაცილებით მეტი სამუშაო, რომ განვვითარდე. მე აუცილებლად მჭირდება ასეთი მატჩები ასეთ ტურნირებზე. ეს ანგარიში არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ სამომავლოდ დიდ მოტივაციას მაძლევს.

ასეთი შანსები, როგორიც რაფასთან როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე თამაშია, არ მოდის ადვილად, მაგრამ მე ეს გამოვიმუშავე და ეს მაჩვენებს, რომ სწორი განვითარებით მივდივარ. ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო", - აცხადებს ბასილაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გაიხარე ნიკა. მშვენივრად აზროვნებ და სწორედ ეს არის და იქნება შენი პროგრესის საწინდარი.წარმატებები შენი ოჯახისა და საქართვლოს სასახელოდ.ღმერთი გფარავდეს.მადლობას გიხდი ,როგორც ერთი უბრალო ქართველი.
vep1963
19:31 03-06-2017
0
აი თვითკრიტიკა კარგია, მომწონს...თუ ბევრს იმუშავებ საკუთარ თავზე მჯერა ოცეულში უპრობლემოდ შეხვალ ნიკოლოზ...აი მწვრთნელიც რო აგეყვანა ნორმალური მთლად უკეთესი იქნებოდა...
მიროსან
18:46 03-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული