35 წლის შვეიცარიელმა ოთხი ეისი ჩააწოდა და ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ზვერევს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.
ეს არის ფედერერის მეოთზე ტიტული მიმდინარე სეზონში. მანამდე მან მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ინდიან უელსისა და მაიამის "მასტერსები". როჯერმა ჰალეს ტურნირზე მეცხრედ გაიმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"