ქართველი ჩოგბურთელები: მსოფლიო კლასიფიკაციაში ჩამოქვეითდნენ

AutoSharing Option
კარგა ხანია, ქართველ ჩოგბურთელებს უცხოურ კორტებზე თავი არაფრით გამოუჩენიათ. ეს მათ რეიტინგებზეც აისახა. ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციების მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ მსოფლიო კლასიფიკაციაში ჩვენებურთა უმრავლესობა დაქვეითდა, ზოგიერთი - შესამჩნევადაც.

ქალები
ერთეულები. 217 (211). სოფიო შაფათავა (252 ქულა), 402 (350). ეკატერინე გორგოძე (90), 478 (454). მარიამ ბოლქვაძე (65), 708 (703). სოფიო ქვაცაბაია 927), 872 (869). ოქსანა კალაშნიკოვა (14).

წყვილები. 88 (85). ოქსანა კალაშნიკოვა (930), 242 (242). სოფიო შაფათავა (260), 251 (250). ეკატერინე გორგოძე (245(, 569 (535). სოფიო ქვაცაბაია (67), 572 (576). მარიამ
ბოლქვაძე (65), 725 (725). თათია მიქაძე (37), 1088 (1090). სალომე დევიძე (11), 1268 (1269). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები
ერთეულები. 51 (51). ნიკოლოზ ბასილაშვილი (866), 595 (590). ალექსანდრე მეტრეველი (47), 880 (882). გიორგი ცივაძე (16), 1756 (1749). ალექსანდრე ბაკში (1), ირაკლი მეტრეველი (1), 1842 (1749). შოთა მეფარიძე (1).

ჩვენებურთაგან დღეს ჩაებმება შეჯიბრებაში სოფიო შაფათავა. იგი პოლონური ტორუნოს 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს ძალებს.

ერთეულებში რეიტინგფავორიტია და სტარტზე სლოვაკ ლენკა ჯურიკოვას დაუპირისპირდება. წყვილებში ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად ასპარეზობის მეოთხე ნომერია და პირველ წრეში მასპინძლებს - იოანა ზავადსკასა და ალისია ზდუნიაკს გამოცდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული