უიმბლდონის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
უიმბლდონის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია - 34 წლის არგენტინელი კარლოს ბერლოკი.

ბერლოკისა და ბასილაშვილის მატჩი ლონდონში 3 ივლისს გაიმართება. მათ აქამდე ერთმანეთში არ უთამაშიათ. ბერლოკის ფავორიტი საფარი თიხნარია. ამიტომად ბალახის კორტები მისთვის არც ისე სასურველია - უიმბლდონის ძირითად ბადეში მან 7-ჯერ ითამაშა და შვიდჯერვე პირველ ეტაპზე დამარცხდა.

ბერლოკი მსოფლიოს მე-80 ჩოგანია, ხოლო ბასილაშვილი - 51-ე. წლევანდელი ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 35 მილიონი ევროა.

პირველ წრეში გამარჯვებული 45 სარეიტინგო ქულასა და 65 ათას ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული