უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა

AutoSharing Option
ქალების ტურნირზე ბრძოლაში ჩაება მსოფლიოს პირველი ჩოგანი ანჟელიკ კერბერი, რომელსაც ამ სეზონში ძალიან ცუდად მისდის საქმეები. გერმანელმა ამერიკელი ირინა ფალკონი 6:4, 6:4 დაამარცხა. ორივე სეტში კერბერი ორ ბრეიკს აკეთებდა და ერთხელ თმობდა საკუთარ მოწოდებას. კერბერისთვის ეს იყო 50-ე მოგება ბალახზე. მეორე რაუნდში გერმანელი ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს შეხვდება.

შესანიშნავ ფორმაში იმყოფება კაროლინა პლიშკოვა, რომელმაც რუსი ევგენია როდინას წინააღმდეგ მატჩში 35 "ვინერსი" და მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა დააგროვა - 6:1, 6:4. პლიშკოვას ამ უიმბლდონზე შეუძლია კლასიფიკაციის პირველი ჩოგანი გახდეს - თუ კერბერი
ფინალში ვერ გავა, ხოლო სიმონა ჰალეპი - ნახევარფინალში.

ასევე ადვილად მოიგო ესპანელმა გარბინ მუგურუსამ. მან საათსა და 2 წუთში გაანადგურა რუსი ეკატერინა ალექსანდროვა - 6:2, 6:4.

დღის ცენტრალური მატჩი იყო აგნიეშკა რადვანსკასა და ელენა იანკოვიჩს შორის. წელს, პოლონელი, ძირითადად, პირველ ან მეორე რაუნდებში ეთიშება ტურნირებს და გუშინაც, ცუდად მისდიოდა საქმეები პირველ სეტში - იანკოვიჩს ორჯერ შეეძლო პირველ სეტზე ჩაწოდება, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და შემდეგ ტაი-ბრეიკი წააგო. როგორც ჩანს, სერბი ამ წარუმატებლობამ ისე გაანაწყენა, რომ მეორე სეტში ვერც ერთი გეიმის აღება ვერ შეძლო.

ქალები
I წრე

კერბერი (გერ, 1)-ფალკონი (აშშ) 6:4, 6:4
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-როდინა (რუს) 6:1, 6:4
ვოზნიაცკი (დან, 5)-ბაბოში (უნგ) 6:4, 4:6, 6:1
კუზნეცოვა (რუს, 7)-ჟაბორი (ტუნ) 6:3, 6:2
ა. რადვანსკა (პოლ, 9)-იანკოვიჩი (სერ) 7:6(3), 6:0
მლადენოვიჩი (საფ, 12)-პარმენტიე (საფ) 6:1, 6:3
მუგურუსა (ესპ, 14)-ალექსანდროვა (რუს) 6:2, 6:4
როდიონოვა (ავსტრა)-პავლიუჩენკოვა (რუს, 16) 3:6, 7:6(6), 9:7
ბაშჩინსკი (შვეიც, 19)-პუიგი (პ-რიკ) 6:1, 3:6, 6:0
მარტიჩი (ხორ)-გავრილოვა (ავსტრა, 20) 6:4, 2:6, 10:8
კირსტეა (რუმ)-ბერტენსი (ჰოლ, 23) 7:6(4), 7:5
ვანდევეგე (აშშ, 24)-ბარტელი (გერ) 7:5, 6:2
ლეპჩენკო (აშშ)-დევისი (აშშ, 28) 6:4, 7:5
კასატკინა (რუს, 29)-ს. ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:4
გოლუბიჩი (შვეიც)-ს. ჟანგი (ჩინ, 30) 6:3, 6:7(2), 6:1
საფაროვა (ჩეხ, 32)-დოდენი (საფ) 6:2, 6:2
ფლიპკენსი (ბელ)-დოი (იაპ) 6:4, 6:3
როჯერსი (აშშ)-ბოუზრუპი (აშშ) 6:3, 4:6, 6:3
ლინეტი (პოლ)-მატეკი (აშშ) 6:1, 2:6, 6:3
ვიკმაიერი (ბელ)-ბონდარენკო (უკრ) 6:2, 7:5
მაკჰეილი (აშშ)-ბულტერი (ბრიტ) 3:6, 7:5, 6:3
კუკოვა (სლოვაკ)-ანდრეესკუ (კან) 6:4, 6:3
ჰერცოგი (სლოვენ)-ბეკი (გერ) 6:2, 6:1
მაკაროვა (რუს)-ვან უიტვანკი (ბელ) 6:3, 6:1
რიბარიკოვა (სლოვაკ)-ნიკულესკუ (რუმ) 6:4, 6:1
ცურენკო (უკრ)-გორგესი (გერ) 6:7(5), 7:6(8), 6:4
ალერტოვა (ჩეხ)-ოზაკი (იაპ) 7:6(5), 2:6, 6:3
დიასი (ყაზ)-ჰანი (ჩინ) 6:3, 6:4
რისკე (აშშ)-სტივენსი (აშშ) 6:2, 7:5
მარია (გერ)-პოტაპოვა (რუს) 6:3, 2:2 უარი
კონტავეიტი (ესტ)-არუაბარენა (ესპ) 6:2, 6:4
პირონკოვა (ბულ)-ერანი (იტა) 6:1, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული