ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს უიმბლდონის მეორე წრეში ითამაშებს

AutoSharing Option
დღეს, 5 ივლისს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (54) უიმბლდონის მეორე წრეში ჩაებმება.

ბასილაშვილის მეტოქე 24-ე ნომრად განთესილი ამერიკელი სემ კუერი (28) იქნება. შეხვედრა ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ბასილაშვილის უდიდესი მიღწევა უიმბლდონზე მესამე წრეში თამაშია (2015).

უიმბლდონის ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 35 მილიონი ევროა. ჩვენებურმა უკვე გაინაღდა 45 ქულა და დაახლოებით 65 ათასი ევრო.

აქვე გეტყვით, რომ პირველ წრეში ბასილაშვილმა არგენტინელ კარლოს ბერლოკს (80) სამ სეტში აჯობა - 6:4, 7:6 (7:3), 6:1.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად ვუკუროტ ლინკი არ იციტ ვინმემ?
kakhaber
16:35 05-07-2017
0
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
anastasia
11:59 05-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული