ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის II წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (54) უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ითამაშა. მისი მეტოქე ამერიკელი სემ კუერი (28) იყო. ქართველი 4:6, 6:4, 3:6 3:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

პირველ სეტში ჩვენებურმა ბოლოს 4:5-ზე დათმო თავისი მოწოდება და ისე წააგო. მეორე სეტში კი პირიქით მოხდა - ამერიკელმა სწორედ 4:5-ზე დაკარგა თავისი მოწოდება და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

მესამე სეტში 3:4-ზე ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ დაკარგა თავისი მოწოდება, სეტი ამერიკელმა 6:3 მოიგო. გადამწყვეტი, მე-4 სეტიც 24-ე ნომრად განთესილი ჩოგბურთელის მოგებით დასრულდა - 6:3.

საერთო ჯამში, თამაში
საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ჩვენებურმა არგენტინელ კარლოს ბერლოკს მოუგო სამ სეტში, რითაც 45 სარეიტინგო ქულა და 65 ათასი ევრო გამოიმუშავა. უიმბლდონის ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 35 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე სეტი შესანიშნავად ითამაშა ნიკოლოზმა, დამსახურებულად მოიგო. ამ დონეზე ერთი შეცდომა წყვეტს თამაშის ბედს. ნიკოლოზს ბევრი შეცდომა ქონდა დღეს, მაგრამ ქონდა შესანიშნავი რეაქცია ქუერის ძლიერ ჩამოწოდებებზე. დაუძალებელი შეცდომების შემცირებით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. მას დიდი პოტენციალი აქვს.
ლუკა
07:10 06-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული