უიმბლდონი. VIII დღე: ჯოკოვიჩი - ბოლო მეოთხედფინალისტი

AutoSharing Option
უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ბოლო მეოთხედფინალისტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მისი შეხვედრა ფრანგ ადრიან მანარინოსთან ორშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ სიბნელი გამო სამშაბათისთვის გადაიდო.

ჯოკოვიჩმა პირველ სეტში იოლად დაადასტურა ფავორიტის სტატუსი. მან უკვე მეორე გეიმში შეასრულა ბრეიკი, შემდეგ მერვე იგივე გააკეთა და 6:2 მოიგო. მეორე სეტის სტარტიც ანალოგიური გამოვიდა - ბრეიკი მეორე გეიმში და თითქოს, ამ პარტიაშიც სერბს იოლი გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მანარინომ მეშვიდე გეიმში მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტები გამოიმუშავა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც ფრანგი 4:2 დაწინაურდა, თუმცა,
ჯოკოვიჩმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო, ორმაგი სეტბოლი მოიპოვა და მეორე ცდაზე ორამდე გაზარდა სეტებში უპირატესობა.

მესამე სეტი წინა ორის მსგავსად დაიწყო - ჯოკოვიჩმა ისევ სტარტზე გააკეთა ბრეიკი და ამჯერად შეძლო უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება - 6:2, 7:6(5), 6:4.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მესამე ჩოგბურთელია, ვინც სეტის წაუგებლად მიაღწია მეოთხედფინალამდე. ასევე დაუმარცხებლები არიან როჯერ ფედერერი და მარინ ჩილიჩი.

ორმო ცენტრალურ კორტზე
ადრიან მანარინოსთან მოგების (6:2, 7:6, 6:4) შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა უიმბლდონის ცენტრალური კორტის საფარის გამო.

"მატჩის მსვლელობისას მივუთითე მთავარ არბიტრს იმაზე, რომ პირდაპირ მოწოდების ხაზთან მოედანზე პატარა ორმოა. მან ზუსტად მთხოვა მეჩვენებინა ეს ადგილი და ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

სიმართლე გითხრათ, ამ უიმბლდონზე კორტები არც ისე კარგია. ბევრი ჩოგბურთელი მეთანხმება ამაში. ამინდსაც გავლენა აქვს ბალახზე. როგორც ჩანს, ბალახი - ყველაზე რთული საფარია იმისთვის, რომ იდეალურად იყოს მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ეს რთულია. ისინი ძალიან ცდილობენ, მაგრამ უკეთეს კორტებზე მითამაშია", - განაცხადა ნოვაკმა.

ნადალი პირველი ვერ გახდება
მიმდინარე უიმბლდონის შედეგების მიხედვით, ესპანელი რაფაელ ნადალი ვერ გახდება მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც რაფამ მერვედფინალი წააგო ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან - 3:6, 4:6, 6:3, 6:4, 13:15.

უიმბლდონის დაწყებამდე, ATP-ის კლასიფიკაციის პირველ ადგილზე ოთხი ჩოგბურთელი აცხადებდა პრეტენზიას: ენდი მარეი, რაფაელ ნადალი, სტენ ვავრინკა და ნოვაკ ჯოკოვიჩი. ახლა კი პრეტენდენტი ორი დარჩა - მარეი და ჯოკოვიჩი. ამასთან, მარეის შეუძლია უკვე ოთხშაბათს გაინაღდოს პირველი ადგილი - თუ მეოთხედფინალში სემ კუერის დაამარცხებს. თუ ის ამას ვერ მოახერხებს, ჯოკოვიჩს მწვერვალზე დასაბრუნებლად ტიტულის მოგება დასჭირდება.

მეოთხედფინალებში ხვდებიან:
დღეს
მარეი (ბრიტ, 1)-კუერი (აშშ, 24)
ჩილიჩი (ხორ, 7)- (ლუქ, 16)
ფედერერი (შვეიც, 3)-რაონიჩი (კან, 6)
ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ბერდიხი (ჩეხ, 11)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული