როჯერ ფედერერის ახალი რეკორდი

AutoSharing Option
უიმბლდონის ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მესამე ჩოგბურთელი გახდა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. მანამდე ეს ესპანელმა რაფაელ ნადალმა და ბრიტანელმა ენდი მარეიმ გააკეთეს.

როჯერ ფედერერი ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე მეთხუთმეტედ ითამაშებს, რაც ყველა დროის რეკორდია. 35 წლის როჯერი სეზონის დასკვნით ტურნირზე 2002-2015 წლებში გამოდიოდა. 2016 წელს, მან ეს ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა.

ფედერერმა 2017 წელს შვიდი ტურნირი ითამაშა, აქედან მოიგო ხუთი, მათ შორის, ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდინი.

წლის შემაჯამებელი ტურნირი 12-19 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული