თელავის ტურნირს მხოლოდ ერთი ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა

AutoSharing Option
თელავში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ვაჟთა ზედიზედ მესამე 15.000-იანი საერთასორისო ტურნირი.

ჩვენებურთაგან შეჯიბრებას მხოლოდ თბილისელი ალექსანდრე ბაკში შემორჩა: ერთეულებში მან გუშინ რუსი ივან კალინინი დაამარცხა - 6:3, 6:4 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც წინა ტურნირის გამარჯვებულს, ასპარეზობის მეშვიდე ნომერს, მაკედონიელ ტომისლავ იოტოვსკის დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა მეორე წრეში ბოლივიელ ბორის არიასს აჯობა - 6:4, 7:5.

გიორგი ცივაძემ კირილ კივატცევთან (რუსეთი) წააგო - 2:6, 1:6.

წყვილებში ცივაძისა და ბაკშის დუეტი ნახევარფინალში იყო, მაგრამ ბორის არიასისა და ფედერიკო ზებალოსის (ორივე
- ბოლივია) ტანდემს ვერ გასცდა - 3:6, 0:6 დათმო შეხვედრა და ტურნირს დაემშვიდობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული