გასახარი დიდად არაფერი გვაქვს

AutoSharing Option
საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა კლასიფიკაციაში ანა ტატიშვილმა 85-ედან 84-ე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამერიკელ ვანია კინგს, ჩვენებურსა და ავსტრიელ პატრისია მაირ-ახლაიტნერს 785-786 ქულით, შესაბამისად, 83-ე-85-ე ადგილები უკავიათ.

გასულ კვირას ტატიშვილმა ტორონტოს საერთაშორისო ტურნირის ( Western&Southern Open 2 050 000 დოლარი) საკვალიფიკაციოში ტაივანელი კაი-ჩენ ჩანი დაამარცხა - 6:3, 6:3, მეორე წრეში კი თავად წააგო 37-ე ადგილზე მყოფ ესპანელ მარია მარტინეს სანჩესთან - 4:6, 2:6, თუმცა იმ ერთი გამარჯვებით 12 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რომელიც მომავალი ორშაბათისთვის დაერიცხება. 13 აგვისტოდან
ანა ოჰაიოს შტატის ცინცინატის საერთაშორისო ტურნირში (ჭესტერნ&შოუტჰერნ Oპენ, საპრიზო ფონდი 2 050 000 დოლარი) აპირებს გამოსვლას, სადაც ისევ საკვალიფიკაციოდან ჩაებმება ასპარეზობაში.

კლასიფიკაციაში 275 ქულით 201-დან 211-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც კარგა ხანია, ტურნირებში არ გამოჩენილა. 273 ქულით 4 საფეხურით (211-დან 215-მდე) ჩაინაცვლა მარგალიტა ჩახნაშვილმა. უფრო დიდი დანაკარგი აქვთ 294-ე ადგილზე მყოფ სოფიო შაფათავას (185 ქულა, 248-ე ადგილიდან) და თათია მიქაძეს (477-ე ადგილი, - 62, 75 ქულა).

რეიტინგში 9 საფეხური დაკარგა 80-ქულიანმა ეკატერინე გორგოძემ (456-ე), იმის მიუხედავად, რომ გერმანული პეჩინგენის ტურნირის საკვალიფიკაციოში ორი შეხვედრა მოიგო - ჩეხ ვერონიკა ზავოდსკასთან (6:4, 6:0) და ჩილელ დანიელა სეგულთან (6:1, 6:0), თუმცა ძირითადი ბადის სტარტზევე ფრანგ ოდრი ბერგოტთან დამარცხდა (6:2, 1:6, 2:6). გორგოძე ამჟამადაც გერმანიაში, ვერსმოლდის 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციოში მან ბრიტანელ ელეანორ დინს სძლია - 1:6, 6:3, 6:1. მისი მომდევნო მეტოქეა პოლონელი ანა კორჟენიაკი.

80 ქულით სოფიო ქვაცაბაიამ 466-დან 457-ე ადგილამდე აინაცვლა. წინა კვირას მან სტამბოლის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზა მე-2 ნომრად, ორი მეტოქეც დაამარცხა - იანინა კოლეტა (სლოვენია, 6:2, 6:1) და ნურია პარისას-დიასი (ესპანეთი, 6:4, 6:0) მესამე წრეში კი კრისტინა შაკოვეცთან (გერმანია, 7:6, 2:6, 4:6) წააგო. ამ უკანასკნელმა მომდევნო ორ მეტოქესაც სძლია და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.

ქვაცაბაია სტამბოლშივე დარჩა და იქვე ისევ 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა. სტარტზე ამჯერადაც სლოვენიელ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება, ანია პრისლანს. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ჩვენებურს შაკოვეცთან რევანშის შანსი მიეცემა, ცხადია, თუ გერმანელიც სამ ბარიერს გადალახავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული