ნოვაკ ჯოკოვიჩის პაროდია მარია შარაპოვაზე

AutoSharing Option
პროფესიული ტურის ყველაზე ხუმარა და მხიარულმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მორიგი პაროდია შემოგვთავაზა თავის ერთ-ერთ კოლეგაზე. კერძოდ, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა მარია შარაპოვა გააჯავრა - ამისთვის მან რუსი ჩოგბურთელის სარეკლამო რგოლი გამოიყენა, რომელშიც მარია კომპანია Head-ის ჩოგანს უკეთებს რეკლამას.

ჯოკოვიჩის მორიგი პაროდია ყველას მოეწონა, განსაკუთრებით კი შარაპოვას, რომელმაც შთაბეჭდილებები Facebook-ზე საკუთარ მიკრობლოგში გაგვიზიარა, თუმცა ცოტათი გააკრიტიკა კიდეც სერბი ჩოგბურთელი:

"ნახეთ ნოვაკ ჯოკოვიჩის ბოლო პაროდია? ნოვაკ, ეს შენი ახალი გზაა წარმატებისკენ? ამისთვის აუცილებელი იყო მარია შარაპოვად გადაქცევა? ცოტათი ნაწყენი ვარ იმის გამო,
რომ ჩემი კაბა არ ჩაიცვი, თანაც სხეულის მიხვრა-მოხვრაში უფრო მეტი უნდა გევარჯიშა. რაც შეეხება ვარცხნილობას... კომენტარის გარეშე..."

ჯოკოვიჩი თავის Facebook-ზე მაშინვე გამოეხმაურა შარაპოვას რეკლიკას:

"მარია, უბრალოდ, იმ დღეს არ გამიმართლა პარიკმახერში. ძალიან რთულია ყოველ დღე იზრუნო ვარცხნილობაზე:) მაგრამ შევეცდები მომავალში უკეთესი გავხდე, შენ კი, კრიტიკის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა რაღაცით დამხმარებოდი და ჩემს გვერდით ყოფილიყავი..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული