ქართველთაგან მთავარი პრიზისთვის სოფიო შაფათავა, მარგალიტა ჩახნაშვილი (იგი მე-6 ნომრადაა განთესილი), თათია მიქაძე და ეკატერინე გორგოძე იბრძოლებენ.
სამმა მათგანმა წყვილებში უკვე მოსინჯა ძალები. მიქაძისა და შაფათავას დუეტმა ჯულია კოენისა (აშშ) და ვერონიკა კაპშაის (უკრაინა) საკმაოდ ძლიერ წყვილს (ტურნირის მე-3 ნომერი) აჯობა - 7:5, 6:1. გორგოძე იტალიელ ანასტასია გრიმალსკასთან ერთად თამაშობს.
პირველ წრეში მათ რუსები - ალექსანდრა არტამონოვა და პოლინა მონოვა დაამარცხეს - 7:5,
ერთეულთა თანრიგში პირველი წრის მხოლოდ სამი შეხვედრა ჩატარდა: ელინა სვიტოლინა (უკრაინა)-ნიკოლა ჰოფმანოვა (ავსტრია) - 6:4, 1:6, 6:2, ირინა ხრომაჩევა (რუსეთი)-რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი) - 6:3, 6:4, ალექსანდრა პანოვა (რუსეთი)-მაშა ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია) - 6:4, 6:3.
პირველი წრის დანარჩენი ორთაბრძოლები დღეს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"