ჩოგბურთი თელავში ძალას იკრებს

AutoSharing Option
გუშინ თელავში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000$) საბოლოოდ გამოვლინდა ერთეულებში ძირითადი ბადის ოცდათორმეტივე მონაწილე.

ქართველთაგან მთავარი პრიზისთვის სოფიო შაფათავა, მარგალიტა ჩახნაშვილი (იგი მე-6 ნომრადაა განთესილი), თათია მიქაძე და ეკატერინე გორგოძე იბრძოლებენ.

სამმა მათგანმა წყვილებში უკვე მოსინჯა ძალები. მიქაძისა და შაფათავას დუეტმა ჯულია კოენისა (აშშ) და ვერონიკა კაპშაის (უკრაინა) საკმაოდ ძლიერ წყვილს (ტურნირის მე-3 ნომერი) აჯობა - 7:5, 6:1. გორგოძე იტალიელ ანასტასია გრიმალსკასთან ერთად თამაშობს.

პირველ წრეში მათ რუსები - ალექსანდრა არტამონოვა და პოლინა მონოვა დაამარცხეს - 7:5,
6:3. დანარჩენი პაექრობები ასე დასრულდა: იონა-რალუკა ოლარუ (რუმინეთი), ლესია ცურენკო (უკრაინა)-იანა კეპელოვა, ზუზანა ლუკნაროვა (ორივე-სლოვაკეთი) - 6:1, 7:5, ირინა ბურიაჩოკი (უკრაინა), რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი)-ნათელა ძალამიძე (რუსეთი), ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა) - 6:4, 6:1, კორინა დენტონი (იტალია), მელანი კლაფნერი (ავსტრია)-ნათია გეგია, ანა ჯიქია (ორივე-საქართველო) - 6:0, 6:0, ანდრეა კოჩ-ბენვენუტო (ჩილე), პოლინა პეხოვა (ბელარუსი)-თეონა ტატიშვილი, მარგალიტა ციცაშვილი (ორივე-საქართველო) - 6:0, 6:0.

ერთეულთა თანრიგში პირველი წრის მხოლოდ სამი შეხვედრა ჩატარდა: ელინა სვიტოლინა (უკრაინა)-ნიკოლა ჰოფმანოვა (ავსტრია) - 6:4, 1:6, 6:2, ირინა ხრომაჩევა (რუსეთი)-რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი) - 6:3, 6:4, ალექსანდრა პანოვა (რუსეთი)-მაშა ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია) - 6:4, 6:3.

პირველი წრის დანარჩენი ორთაბრძოლები დღეს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული