ერთი ფინალში, სამნი ნახევარფინალში

AutoSharing Option
თელავში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000$) გუშინ ერთეულთა თანრიგში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა მაკა ჩახნაშვილმა (6).

პირველი სეტში მან სლოვაკ იანა გეპელოვას 6:4 სძლია. წყვილში ფავორიტად მიჩნეულს თითქოს მეორე ხელის მოგებაც არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ იგი სტუმარს 3:6 დანებდა, სამაგიეროდ, მესამეში აჩვენა სლოვაკს თავისი ძალა - 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მე-4 ნომრად განთესილ რუს ალექსანდრა პანოვას დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის მე-5 ნომერ მიხაელა ბუზარნესკუს (რუმინეთი). სპეციალისტებს ანცვიფრებს 16 წლის მოსკოველი ირინა ხრომაჩევა.
გუშინ იგი `ბათუმის ნავთობტერმინალის~ მომგებ ლესია ცურენკოს (უკრაინა, 3) ხვდებოდა. პირველი ხელი მოსკოველმა 7:5 მოიგო. მეორეში, როცა ანგარიში თანაბარი იყო (1:1), უკრაინელმა ტრავმის გამო შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო. ნახევარფინალში ხრომაჩევა მეტოქეობას გაუწევს ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა კადანტუს (რუმინეთი), რომელმაც ამერიკელი ჯულია კოენი დაამარცხა - 2:6, 6:4, 6:4.

წყვილებში გუშინ მხოლოდ ერთი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა: ეკატერინე გორგოძისა და ანასტასია გრიმალსკას (იტალია) დუეტმა იოლად აჯობა ირინა ბურიაჩოკსა (უკრაინა) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) - 6:4, 6:0. დღეს მე-2 ნახევარფინალში თათია მიქაძე და სოფიო შაფათავა რუმინელებთან - ელენა ბოგდანთან და მიხაელა ბუზარნესკუსთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული