მარეის უმწვრთნელობამ არგო

AutoSharing Option
მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა ერნდი მარეიმ ტორონტოს Rogers Cup-ის მოგების შემდეგ Reuters-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც იმაზე ისაუბრა, თუ როგორ ცხოვრობს მწვრთნელის გარეშე.

"გასულ კვირაში ყველაფერი რიგზე იყო – უმწვრთნელოდ ხომ მხოლოდ რამდენიმე კვირა ვარ. საუცხოო ფორმაში ვინყოფები. არ ვიცი, ეს რა კავშირშია იმასთან, რომ უმწვრთნელოდ ვემზადები, მაგრამ ფაქტია, რომ ტორონტოში ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვითამაშე და ვგრძნობ, რომ უიმბლდონის მერე საგრძნობლად მოვუმატე. გარკვეულწილად კარგიცაა, როცა უმწვრთნელოდ თამაშობ, რადგან ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებ და ოდნავ მეტ თავისუფლებას გრძნობ. მწვრთნელის მეთვალყურეობისა და ხელმძღვანელობის ქვეშ
გატარებული სამი წლის შემდეგ რამდენიმეკვირიანი "უპატრონობა" ერთობ სასიამოვნო აღმოჩნდა.
მარტო ვვარჯიშობდი, დედაც კი არ დასწრებია ჩემს წვრთნას. უბრალოდ, ჯუდი ესწრებოდა ჩემი მომავალი მეტოქეების თამაშებს და საღამოს სმს-ებს მიგზავნიდა ტაქტიკური ხასიათის რჩევებით. სასიამოვნოა, როცა გვერდით ოჯახის წევრი გყავს", - თქვა 23 წლის შოტლანდიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული