ჟუსტინმა სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ჟუსტინ ენენმა სეზონი დაასრულა. სახელგანთქმულმა ბელგიელმა ივლისში უიმბლდონის ტურნირზე იდაყვი იტკინა – მეოთხედფინალში თანამემამულე კიმ კლეისტერსის დარტყმის მოგერიებისას ფეხი დაუცდა და მარჯვენა ხელზე დაეცა.

28 წლის ჩოგბურთელი ვარჯიშების განახლებას მხოლოდ ოქტომბერში შეძლებს, ხოლო ტურნირებში მომავალი სეზონის დაწყებისთანავე ჩაებმება.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთმა უტიტულოვანესმა მეჩოგნე ქალმა 2008 წლის მაისში კარიერის დასრულება განიზრახა, მაგრამ ორი წლის შემდეგ დიდ ჩოგბურთს ისევ დაუბრუნდა. წლეულს ბელგიელმა ორი ტურნირი მოიგო, ხოლო ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ფინალამდე მივიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული