US Open-ის სამგზის ჩემპიონს მეოთხე ნიუიორკული ტიტული ტიტულის მოპოვებაზე ფიქრი უსიამოვნო ინციდენტმა შეუწყვიტა - ფეხი გატეხილი ბოკალის ნამსხვრევით გაეჭრა. ეს ივლისში, მიუნხენის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. თითქოსდა, საგანგაშო არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჭრილობა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ სერენას ქირურგიული ჩარევაც კი დაჭირდა. ექიმებმა ქალთა საჩოგბურთო ამქრის ლიდერს კორტზე გასვლა იარის საბოლოო მოშუშებამდე აუკრძალეს, ამასობაში კი US Open-ის სტარტიც მოგვიახლოვდა...
ამერიკის ღია ჩემპიონატი 30 აგვისტოს დაიწყება და სერენას სავარაუდო უარის ალბათობა აქამდეც არსებობდა,
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, არადა 28 წლის ამერიკელი საუცხოო სეზონს ატარებდა: წლეულს გამართული სამი სადიდსლემო ტურნირიდან ორში იმარჯვა - მელბურნსა და უიმბლდონში.