სლოვენიელ კალათბურთელს საშა ვუიაჩიჩს იმედი აქვს, რომ 2010-11 წლების სეზონი მისთვის წარმატებული იქნება. მცველი აღიარებს, რომ ეს ოპტიმიზმი არა დაძაბულ ვარჯიშებსა და დაცვით თამაშში წარმატებებს, არამედ რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას მხარადჭერას ეფუძნება. როგორც იცით, შარაპოვა და ვუიაჩიჩი შეყვარებულები არიან.
"ის მორალურად ძალიან მეხმარება და ყველანაირად მხარს მიჭერს. მეც იგივეთი ვპასუხობ. როცა ორი პროფესიონალი სპორტსმენი ერთად არის - ეს ორივეს კარიერისთვის ძალიან სასარგებლოა. გვესმის ერთმანეთი, ვიცით რა გვჭირდება და ერთად ვუმკლავდებით პრობლემებს, რომელსაც კარიერის მსვლელობისას დროს ვაწყდებით", - ამბობს "ლოს ანჯელეს
ვუიაჩიჩმა ისიც დაამატა, რომ მომდევნო ორ კვირას ნიუ იორკში გაატარებს და მარიას ამერიკის ღია პირველობაზე უგულშემატკივრებს, თუმცა საწვრთნელ პროცესს არ შეწყვეტს, რადგან "ლეიკერსში" მცველის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა.