"ეს წარმოუდგენელია. მეგონა, თუ გამიმართლა, "ნიუ იორკ თაიმსის" ტოპ-ოცეულში შევიდოდი. როცა ეს მოხდა, ემოციის შეკავება გამიჭირდა, ხოლო ბესტსელერთა სიაში მეხუთე ადგილზე მოხვედრამ საერთოდ გადამრია. ბედნიერი ვარ, რომ მკითხველს ჩემი წიგნი მოეწონა და ვიმედოვნებ, ადამიანები ცხოვრებისეული წარმატების ზოგიერთ ჩემეულ საიდუმლოებასაც გაითავისებს.
არ ვაპირებდი წარმატებული სპორტსმენის ისტორიის მოყოლას. პირიქით, ეს წიგნი იმაზეა, თუ როგორ აისახება სპორტი ადამიანის
ნიუ იორკში ჩამოსვლა და აღელვება ერთი იყო - US Open-ი იწყება! გავიფიქრე: "აბა, მიდი!" ნიუ იორკში რაღაც სხვა საქმეები მქონდა, მაგრამ ტურნირის მოახლოებამ სხვა ხასიათზე დამაყენა. US Open-ს სათანადოდ მომზადებული ვხვდები", - თქვა უფროსმა უილიამსმა.