ვერის ბაღში სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა

AutoSharing Option
ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში, 19 აპრილს პროფესიონალ მოკრივეთა ტრადიციული სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა.

13-იდან მხოლოდ ოთხი ორთაბრძოლა დამთავრდა ფრედ. დანარჩენი პაექრობები შედეგიანი და საყურებლადაც საინტერესო აღმოჩნდა.

საგულისხმოა ისიც, რომ 19 აპრილს პროფესიულ რინგზე ქალთა ერთი შეხვედრაც ჩატარდა. თბილისელი სოფო ფუტკარაძე, რომელსაც აქამდე 4 სარეიტინგო ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული, გორელ დებიუტანტ მარი ტატუნაშვილთან ვერას გახდა - 40:40.

დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: ჯაბა კაკულია (ზუგდიდი) - მიხეილ წითლანაძე (ბორჯომი) 39:39, გია ათენოვი (ვარიანი) - არჩილ მჭედლიშვილი (დუშეთი) 40:39, გიორგი კანდელაკი (ვარიანი) -
ომარ ციხელაშვილი (დუშეთი) 39:39, პაატა ადუაშვილი (გორი) - ლაშა სამსონაშვილი (დუშეთი) 40:37, მიხეილ ავაკიანი (ბორჯომი) - ზვიად გოგია (ზუგდიდი) 39:37, გიორგი აბრამიშვილი (გურჯაანი) - ნოდარ რობაქიძე (ბორჯომი) 39:39, რამაზ გოგიჩაშვილი (ვარიანი) - შავლეგო წამალაიძე (თბილისი) 40:40, დავით რიბაკონი (ბორჯომი) - გიორგი აფციაური (თბილისი) 39:37.

ანზორ გამგებელი (ვარიანი) - კოტე კურტანიძე (ახალციხე), გიგა ლაბაძე (ბორჯომი) - გოჩა მჭედლიშვილი (თბილისი), გიგა ნადირაძე (ვარიანი) - სოსო სონღულაშვილი (თბილისი), ბაჩო კვარაცხელია (ვარიანი) - ტარიელ მამიტაშვილი (გორი) მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამთავრდა - გამგებელმა, ლაბაძემ, ნადირაძემ და კვარაცხელიამ გაიმარჯვეს.

გუშინდელ შეჯიბრებაში უფრო გამოცდილ მოკრივეებს არ უასპარეზიათ, რადგან აპრილ-მაისში მათ საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლები ელით.

20 აპრილს ვარიანელი მიხეილ გოგებაშვილი (58 კგ) ლონდონში 8-რაუნდიან შეხვედრას გამართავს მასპინძელ ლევის პეტიტთან. 27 აპრილს ბელგიური გენტის რინგზე კი გამოვლენ გორელი გიორგი თევდორაშვილი (85 კგ) და ფოთელი დავით მაკარიძე (69), რომლებსაც მეტოქეობას გაუწევენ გამოცდილი მასპინძლები - 35 წლის ისმაილ აბდული და 31 წლის ჯეკსონ ოსეი ბონსუ. 2 მაისს დონეცკში თავის 38-ე შეხვედრას გამართავს 25 წლის ვარიანელი შალვა ჯომარდაშვილი, რომელმაც 2010 წლის ევროპის კრივის კავშირის ქამრისთვის ორთაბრძოლა ბერნში შვეიცარიელ ივეს შტუდერთან ფრედ დაამთავრა.

მეშახტეთა ქალაქში ჩვენებურს უკრაინელი არტიომ რედკო დაუპირისპირდება. იმავე რინგზე მიხეილ ავაკიანი მასპინძელ სტანისლავ მერდოვს, ლევან ღარიბაშვილი კი არტიომ დალაქიანს გაუწევენ მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული