ესენი არიან: ბულგარეთი, საქართველო, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ლიტვა, მალტა, მაკედონია, ჩერნოგორია, ნორვეგია და სან მარინო.
ისინი წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან და წრიული სისტემით იპაექრებენ ნახევარფინალში გასასვლელად. იქ კი მხოლოდ ჯგუფებში საუკეთესოები გაინაღდებენ ადგილს. წინა წელს მოპოვებული ქულებით ბულგარეთს, ჩერნოგორიას, ლიტვას და საბერძნეთს სხვადასხვა ჯგუფში განთესავენ.
- ეს ოთხი გუნდი სხვებზე აშკარად ძლიერია, - გვითხრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვიქტორ ბაკშიმ. - წარმატების
ლიტველთა ღირსებას დაიცავს, ასევე, ძლიერი ჩოგბურთელი რიჩარდის ბერანკისი. სომხებმა ისევ უხმეს წარმოშობით ესტონელ დანიილ პროსკურას, რომელიც ამერიკაში სწავლობს, იქვე ვარჯიშობს და საკმაოდ კარგ ტურნირებშიც მონაწილეობს.
- თქვენ ვის უხმეთ?
- გიორგი ცივაძეს, ალექსანდრე მეტრეველსა და მიხეილ ხმიადაშვილს. პირველი ორი 19 წლისაა, ხმიადაშვილი - ჩვიდმეტის.
მათ ეს-ეს არის ახალგაზრდული ასაკი დატოვეს, თუმცა უფროსებში ჯერ ვერ მოასწრეს ადაპტაცია. ირაკლი ლაბაძისა და ლადო ჩიხლაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს.
მართალია, სოფიაში ახალგაზრდული გუნდითა და მოკლე სკამით წარვდგებით, მაგრამ უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ. მესამე წელიწადია, მესამე ზონაში გამოვდივართ. შარშანწინ დაწინაურების რეალური შანსი გვქონდა - პლეი ოფში გავედით, მაგრამ ათენში, როცა ჩიხლაძე ბერძნებთან გადამწყვეტ ხელს 4:2-ით იგებდა, თამამად შემიძლია ვთქვა, საქმეში არბიტრები ჩაერივნენ და ის სეტი ქართველ ჩოგბურთელს 5:7 დაათმობინეს.
ზედა ეშელონშიც ელინები გავიდნენ. იმედია, სოფიაში ასეთი რამ არ განმეორდება. წილისყრა პირველ მაისს გაიმართება და მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ. მთავარია, ჩვენს ჯგუფში ბულგარელები არ მოხვდნენ. დანარჩენი კი ვნახოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"