მე-2 ეშელონის 2 საგზურისთვის 13 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. წილისყრით ისინი 4 ჯგუფში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: ლიტვა, ანდორა, სან მარინო.
B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ალბანეთი.
C ჯგუფი: ჩერნოგორია, სომხეთი, მაკედონია,
D ჯგუფი: საბერძნეთი, ნორვეგია, მალტა, ისლანდია.
თითოეულ ჯგუფს თავისი ფავორიტი ჰყავს. შარშან მოპოვებული ქულებით წინასწარ განთესეს ლიტვა, ბულგარეთი, ჩერნოგორია და საბერძნეთი.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე კაპიტან ვიქტორ ბაკშის ხელმძღვანელობით ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: გიორგი ცივაძე (რეიტინგი - 1257),
3 მაისს, პირველ მატჩში, ჩვენები დაუპირისპირდებიან ალბანელებს, რომლებიც 2 მაისს მასპინძლებთან 0:3 დამარცხდნენ (არადა, ბულგარეთში გამგზავრების წინ ჩვენთან საუბრისას ვიქტორ ბაკშიმ ინატრა, ოღონდ ჯგუფში ბულგარელებთან ერთად ნუ მოვხვდებითო და... ): დიმიტრ კუზმანოვი (717) - რეი რელუში 6:1, 6:0, გრიგორ დიმიტროვი (94) - ფლავიო დესი 6:1, 6:1. ტოდორ ენევი, პეტარ ტრენდაფილოვი - ფლავიო დესი, რეი რელუში 6:0, 6:2.
გუშინდელი დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა:
A ჯგუფი. ანდორა - სან მარინო 2:1, C ჯგუფი: მაკედონია - სომხეთი 3:0, D ჯგუფი. საბერძნეთი - მალტა 3:0, ნორვეგია - ისლანდია 3:0.
3 მაისს ითამაშებენ: საქართველო-ალბანეთი, ლიტვა-სან მარინო, ჩერნოგორია-სომხეთი, საბერძნეთი-ისლანდია, ნორვეგია-მალტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"