დევისის თასი: ალბანეთი ძლეულია, ბულგარეთი გველოდება

AutoSharing Option
სოფიაში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა დევისის თასის გათამაშება ევროაფრიკული ზონის მე-3 ჯგუფში, სადაც მე-2 ეშელონის 2 საგზურისთვის 13 გუნდი იბრძვის, მათ შორის, საქართველო.

3 მაისს ჩვენმა ნაკრებმა (კაპიტანი ვიქტორ ბაკში) ალბანეთს 3:0 მოუგო: ალექსანდრე მეტრეველი - ობერ სულსტაროვა 6:1, 6:1, გიორგი ცივაძე - ფლავიო დესი 6:3, 6:0, მეტრეველი, ცივაძე - რეი რელუში, გენაჯ შიპნეჯა 6:0, 6:1.

4 მაისს ჩვენები B ჯგუფის ფავორიტ ბულგარეთს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც წინა დღეს ასევე 3:0 აჯობეს ალბანელებს.

A ჯგუფში ლიტვამ სან მარინოს სძლია 3:0. C ჯგუფი: სომხეთი
- ჩერნოგორია 2:1, D ჯგუფი: საბერძნეთი - ისლანდია 3:0, ნორვეგია - მალტა 3:0.

"ალბანეთი ძლეულია, დღეს ბულგარეთი გველოდება" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული