ქართველმა ჩოგბურთელებმა II ზონაში დაწინაურების შანსი დაკარგეს

AutoSharing Option
სოფიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ვაჟთა დევისის თასის გათამაშება ევროაფრიკული ზონის III ჯგუფში.

საქართველოს ნაკრებმა (გიორგი ცივაძე, ალექსანდრე მეტრეველი, მიხეილ ხმიადაშვილი, კაპიტანი ვიქტორ ბაკში), როგორც გაუწყეთ, ასპარეზობის სტარტზე ალბანეთს 3:0 მოუგო, თუმცა თავადაც ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ბულგარეთთან და II ზონაში დაწინაურების შანსი დაკარგა.

5 მაისს V-VI ადგილებისთვის პაექრობაში ჩვენებმა სომხებს 3:0 სძლიეს: ალექსანდრე მეტრეველი - მიქაელ ავეტისიანი - 6:2, 6:1, გიორგი ცივაძე - დანიილ პროსკურა 5:7, 6:2, 6:4, მიხეილ ხმიადაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი - აშოტ გევორქიანი, ხაჩატურ ხაჩატრიანი 5:7, 6:3, 6:4.

მე-2 ზონის
საგზურები მასპინძლებმა და ლიტველებმა მოიპოვეს, რომლებმაც, შესაბამისად, მაკედონიელები (3:0) და ბერძნები (2:1) დაამარცხეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული