ანა ტატიშვილი ანა ჩაკვეტაძესთან დამარცხდა

AutoSharing Option
14 მაისს გამოქვეყნდა ახალი რეიტინგ-ლისტები, რომელშიც საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი 3 საფეხურით დაქვეითდა - 873 ქულით მსოფლიოს 72-ე ჩოგანია. სხვები: 201 (-5) მაკა ჩახნაშვილი - 296 ქულა; 276 (-1) სოფიო შაფათავა - 186; 405 (-17) სოფიო ქვაცაბაია - 92; 469 (+8) ეკა გორგოძე - 73; 487 (+4) თათია მიქაძე - 70; 522 (-29) ოქსანა კალაშნიკოვა - 61; 706 (-5) ნათია გეგია - 30; 1025 (+1) ანი გოგვაძე - 10.

ანა ტატიშვილისთვის (72) რომის საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 5
მილიონ დოლარზე მეტია, დასრულებულია - ჩვენებური რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ჩოგბურთელს, ანა ჩაკვეტაძეს ხვდებოდა, რომელიც რეიტინგში მოწინავე სამასეულშიც არ არის, თუმცა ყველას მოეხსენება ჩაკვეტაძის სათამაშო კლასი: მსოფლიოს ყოფილმა მე-5 ჩოგანმა ჩვენებურს წარმატების მინიმალური შანსიც არ მისცა - 6:4, 6:1.

"ანა ანასთან ვერას გახდა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული