ანა ტატიშვილმა ისტბორნში საკვალიფიკაციო ვერ დაძლია

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ამჯერად ბრიტანულ ისტბორნში ბალახისსაფარიან კორტებზე საერთაშორისო ტურნირ AEGON International-ში (საპრიზო ფონდი 637 000 დოლარი) მოსინჯა ძალები.

ჩვენებური საკვალიფიკაციო ბადეში მე-2 ნომრად განთესეს. სტარტზე იგი კანადელ სტეფანი დიუბუას დაუპირისპირდა.

ანამ პირველი ხელი 6:4 მოიგო. მეორეში, მას შემდეგ, რაც მეტოქე 4:0 დაწინაურდა, ტატიშვილმა გარკვეულწილად გამოასწორა მდგომარეობა, მაგრამ სეტის საბოლოოდ გადარჩენა მაინც ვერ შეძლო - 5:7.

მესამე ხელი ანამ თითქმის უბრძოლველად დათმო - 1:6 და მხოლოდ ერთადერთ სარეიტინგო ქულას გამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული