საასპარეზოდ 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. მასპინძლებმა ოთხი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიხვეჭეს.
14 წლის გოგონათა ძირითად ბადეში 17 ჩვენებური სცდიდა ძალებს. ნახევარფინალში სამმა მათგანმა გააღწია.
პირველ ნომრად განთესილმა მარიამ ბოლქვაძემ აქ მეექვსე ნომერ ქრისტინე გეგეშიძეს აჯობა (6:2, 6:3) და ფინალში ანასტასია ბლიუკტეროვას (რუსეთი) მძლეველ (4:6, 6:1, 7:6) ანა ახალკაცს დაუპირისპირდა.
ბოლქვაძეს გადამწყვეტ პაექრობაში გამარჯვებაც არ გასჭირვებია (6:3, 6:3) და მთავარი პრიზიც მოიპოვა.
ახალკაცი წყვილთა
ბიჭებში უძლიერესი იყო პაველ კოტოვი (რუსეთი). გადამწყვეტ შეხვედრაში მან რუსეთში მცხოვრები დავით ნორაკიძე დაჯაბნა - 6:3, 6:4. არადა, ნახევარფინალში ამ უკანასკნელმა ტურნირის ფავორიტ ტიმურ იგამბერდიევს (რუსეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 6:3. გოგონების მსგავსად, ვაჟთა წყვილებშიც ქართულ-უკრაინულმა დუეტმა იმარჯვა: ირაკლი მეტრეველმა და არტიომ როლიჩმა პირველ წრეში დავით გიორგაძე (რუსეთი) და საბა ფურცელაძე (საქართველო) დაამარცხეს - 6:1, 6:1. შემდეგ ასეთივე ანგარიშით ნიკოლოზ დავლიანიძესა და ვაჟა შუბლაძეს (ორივე - საქართველო) სძლიეს, ნახევარფინალში ტურნირის ფავორიტებს - მურათ გურელსა (თურქეთი) და მაქსიმ ზუბკოვს (ბელარუსი) აჯობეს - 6:3, 3:6, 10:7. ბოლო დაძაბულ პაექრობაში დავით ნორაკიძე და სავა პოლუხინი (ორივე - რუსეთი) დაჯაბნეს - 7:5, 7:5.
16-წლიან გოგონებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა პირველ ნომრად განთესილი ალინა ზუბკოვა (ბელარუსი). მან ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ სძლია მარიამ მითაიშვილს (6:3, 6:3), თამარ კუტუბიძეს (6:2, 6:3) და ეკატერინე ლასარეიშვილს (7:6, 6:2). მეორე პრიზი ლასარეიშვილს ერგო.
ეკატერინე მეორე ადგილზე გავიდა მარიამ მითაიშვილთან ერთად წყვილთა დუელში. აქ მათ, ასევე, ჩვენებურებმა - მარიამ ბოლქვაძემ და თამარ კუტუბიძემ აჯობეს - 6:0, 6:0.
ვაჟების ერთეულთა თანრიგში ტოლი არ ჰყავდა ბერძენ სტეფანოს ციციპასს. ელადელს ნახევარფინალში უკრაინელი დენის გეველის დასამარცხებლად სამი ხელი (1:6, 6:1, 7:6) დასჭირდა. გადამწყვეტი ორთაბრძოლაც თანამემამულე დიმიტრის სტავროპულოსს სამ სეტში მოუგო - 6:3, 4:6, 6:4.
წყვილებშიც უცხოელებმა იყოჩაღეს. პირველი ადგილი სომხებმა - მიქაილ ავეტისიანმა და არშაკ ხაზარიანმა დაიკავეს, რომლებმაც ფინალში სტანისლავ ალიოხინს და დენის გეველს (ორივე - უკრაინა) სძლიეს - 7:5, 6:3.
თბილისის ტურნირის მონაწილეებმა "ოლიმპის"კორტებზე გადაინაცვლეს, სადაც, ასევე, ტრდიციულ "რენას და დათოს თასის" გათამაშებაში ჩაებნენ.
მასპინძლებმა თავი მოიწონეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"