მედეა პეტრიაშვილმა ერთი ფავორიტი ჩამოიშორა

AutoSharing Option
"ოლიმპიკის" კორტებზე გრძელდება 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი "რენას და დათოს თასზე".

თბილისის ტურნირზე 14-წლიანთა ფინალისტებმა მარიამ ბოლქვაძემ და ანა ახალკაცმა, რომლებიც პირველ-მეორე ნომრებად იყვნენ განთესილები და კვარცხლბეკზეც ასეთი თანმიმდევრობით ავიდნენ, ამჯერად 16-წლიანებში სცადეს ძალები.

მარიამი დღეს რუს ვიქტორია კაპიტოლინას დაუპირისპირდება, ახალკაცი კი თანამემამულე შორენა თათელიშვილს გაუწევს მეტოქეობას.

ამ უკანასკნელმა გუშინ რუსი ვერონიკა მარდაზარი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 7:6. ასევე წარმატებით ითამაშა ირინე ყარანგოზიშვილმა - ბელარუსი ვიქტორია ვიაკლენკა დაამარცხა - 6:1, 6:4. დღეს მისი მეტოქე იქნება ამინა
ანშბა (რუსეთი).

20 ივნისს კიდევ ორი ჩვენებური გავიდა მე-2 წრეში: ნანო ჯანელიძემ და ანა დობორჯგინიძემ, შესაბამისად, ოლგა ვასილიევას და ნინო ბეჟიტაშვილს (ორივე - რუსეთი) სძლიეს.

21 ივნისს კი ბევრად სერიოზული მოწინააღმდეგეები ეყოლებათ - ასპარეზობის ფავორიტები: თბილისის ტურნირის გამარჯვებული ალინა ზუბკოვა (ბელარუსი) და ვიცე-ჩემპიონი ეკატერინე ლასარეიშვილი (საქართველო).

ამავე ასაკში ვაჟთა პირველი წრის შეხვედრები ასე დამთავრდა: შტეფან ლოხნერი (თურქეთი) - ირაკლი კეკელიძე (საქართველო) 6:2, 6:1, სურენ ბაღდასარიანი (სომხეთი) - არიფ გულიევი (აზერბაიჯანი) 6:4, 6:3, ერეკლე კლიმიაშვილი (საქართველო) - სტეფან მხითარიანი (რუსეთი) 6:2, 6:1, დანიილ მიშჩენკო (ყაზახეთი) - ჩრის მიკროვასი (საბერძნეთი) 6:2, 6:1, მიქაილ ავეტისიანი (სომხეთი) - მურათ გურელი (თურქეთი) 7:5, 6:3. ანტონ ბანდარიკი (ბელარუსი) - ზურაბ ბაქრაძე (საქართველო) 6:3, 6:3. გიორგი დათაშვილი (საქართველო) - არტიომ როგოსოვი (რუსეთი) 6:1, 6:2. სტანისლავ ალეიკინი (უკრაინა) - ჰარუტინ მკრტიჩიანი (სომხეთი) 6:1, 6:0, მეჯიდ ახმედოვი (აზერბაიჯანი) - გიორგი კაკულია (საქართველო) 4:6, 6:1, 6:2.

14 წლის ჩოგბურთელთა მე-2 წრის შედეგები:
გოგონები. ეკატერინა კორჟოვა (რუსეთი) - ლინდა ონანიანი (სომხეთი) 6:3, 6:0. ანგელინა შახრაიჩუკი (უკრაინა) - ნინო მემეშიში (საქართველო) 6:3, 3:6, 6:4. აზა პეტროვა (უკრაინა) - ვარვარა კუკსინა (რუსეთი) 6:1, 6:4. მარია ტირინა (რუსეთი) - მილენა ავეტისიანი (რუსეთი) 6:3, 6:3. ქრისტინე გეგეშიძე (საქართველო) - მილანა ლისოვა (რუსეთი) 6:3, 6:0. ალექსანდრა კასატკი (რუსეთი) - დეა ძამაშვილი (საქართველო) 6:2, 6:0. ანასტასია გეველი (უკრაინა) - მარია სოვეტოვა (რუსეთი) 6:2, 2:6, 6:2. მედეა პეტრიაშვილი (საქართველო) - ვალერია დემინოვა (რუსეთი) 7:6, 6:2. საგულისხმოა, რომ დემინოვა ტურნირზე მე-2 ნომრად იყო განთესილი.
ვაჟები. მიხაილ სოკოლოვსკი (რუსეთი) - დავიდ იედიგარიანი (სომხეთი) 6:2, 6:2. მაქსიმ ზუბკოვი (ბელარუსი) - იგორ ანდღულაძე (რუსეთი) 6:2, 6:2. არტიომ როლიჩი (უკრაინა) - ნიკოლოზ დავლიანიძე (საქართველო) 6:0, 6:0. დავით ნორაკიძე (რუსეთი) - არტიომ სპასი (რუსეთი) 6:0, 6:2. სავა პოლუხინი (რუსეთი) - ირაკლი მეტრეველი (საქართველო) 6:4, 7:6. პაველ კოტოვი (რუსეთი) - ზურაბ ტყემალაძე (საქართველო) 6:4, 6:2. მიკიტა მაშტაკოვი (უკრაინა) - ალექსეი ზენკინი 6:3, 7:6. ტიმურ იგამბერდიევი (რუსეთი) - კაგათეი ოზსეკერი (თურქეთი) 6:0, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული