ანა ტატიშვილი უიმბლდონზე ტამარინე ტანასუგარნით დაიწყებს

AutoSharing Option
ბრიტანეთის დედაქალაქში 25 ივნისს სტარტს აიღებს ჩოგბურთელთა ყველაზე პრესტიჟული - უიმბლდონის საერთაშორისო ტურნირი.

შეჯიბრების ძირითადი ბადის პირველ ორთაბრძოლას გამართავს ანა ტატიშვილი. მას მეტოქეობას გაუწევს ტაილანდელი ტამარინე ტანასუგარნი. 35 წლის ბანგკოკელი ამჟამად ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 114-ეა, ჩვენებურს კი 72-ე ადგილი უკავია.

ტატიშვილმა შარშან უიმბლდონის სტარტზე რუს ანასტასია პივოვაროვას აჯობა - 3:6, 6:2, 6:3, მეორე წრეში კი ბელგიელ იანინა ვიკმაიერთან დამარცხდა - 6:4, 4:6, 2:6. ამდენად, ანას ბრიტანეთის დედაქალაქში 100 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

* * *

შვეიცარიის ქალაქ ლენცერჰეიდში 25-ათასიან
ტურნირზე სოფიო ქვაცაბაიამ მეოთხედფინალური ორთაბრძოლა მე-2 ნომრად განთესილ სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან დათმო - 0:6, 1:6.

ამ უკანასკნელმა შემდეგ ანა ვრლჯიჩს (ხორვატია, 7:5, 6:1), ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ჩი ჩი შოლს (აშშ, 6:3, 6:3) სძლია და მთავარი პრიზი მოიპოვა. ქვაცაბაიამ ეკატერინე გორგოძესთან ერთად წყვილთა პაექრობაც მეოთხედფინალში წააგო ტურქ პემრა ოზგენთან და სლოვენიელ მაშა ზეჩ-პესკირიჩთან - 4:6, 1:6.

ანაც დღეს იწყებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული