მაკა ჩახნაშვილი რომის 25-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
რომში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა 25-ათასიანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით თამაშობს თბილისელი მარგალიტა ჩახნაშვილი.

პირველ-მეორე წრეში ბერძენ მარია საკარისა და იტალიელი ანგელიკა მორატელის დამარცხების შემდეგ ლონდონის ოლიმპიადის ქართველი ლიცენზიატი ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ კიდევ ერთ აპენინელს - ნასტასია ბურნეტს დაუპირისპირდა და იოლად სძლია მას - 6:1, 6:1.

ამ გამარჯვებით ჩახნაშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანელ მარია-ტერეზა ტორო-ფლორს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში რუმინელი რალუკა ოლარუ და ხორვატი ტერეზა მრდეზა გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზე სოფიო შაფათავამ და ბელარუსმა პოლინა პეხოვამ წყვილებში ნახევარფინალური
პაექრობა არგენტინელებთან - მაილენ აურუქსთან და მარია ირიგოენთან დათმეს - 4:6, 6:7.

სამხრეთამერიკელებმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ესპანელებს - ლეტიცია კოსტასსა და ინეზ ფერერ-სუარესსაც აჯობეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული